Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
მთავარ გვერდზე დაბრუნება
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე მძინარეც ამას ვგუგუნებ ...
ქართველთა წარმოშობა

ყოველი ერი, ყოველი ენა თავისთავად უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ, ამასთან, ძალზე ძნელია მსჯელობა ერების თუ კაცობრიობის წარმოშობის საკითხზე. ერი არ არის ადამიანთა მექანიკური ერთობა. ის, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ორგანიზმია. ზოგიერთნი ერისათვის აუცილებელ ატრიბუტებად მიიჩნევდნენ ენას, ტერიტორიას, სარწმუნოებას, ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას და ა.შ., მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს ყოველივე სულაც არ არის საკმარისი ერის რაობის გასარკვევად. მაგალითად, ქართველები მინიმუმ ექვს ენაზე ვლაპარაკობთ (მეგრულად, სვანურად, წოვა თუშურად, ქართულად, ოსურად და აფხაზურად.), სამი რელიგიის მიმდევარნი ვართ (მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და ისლამისა), და მაინც ერთ ერს წარმოვადგენთ. როდესაც კათოლიკე ესპანურენოვანი არგენტინელი სხვა ერის შვილია და კათოლიკე ესპანურენოვანი ურუგვაელი კი სხვა ერისა, ებრაელები საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ (ივრითი, იდიში და ა.შ.), მაგრამ მაინც ებრაელებად რჩებოდნენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზემოთქმული დასტურია იმისა, რომ ერი, უპირველეს ყოვლისა, ბოლომდე შეუცნობი, სულიერი ორგანიზმია, რომლის არსებობასაც ღვთის ნება და ის მისია განაპირობებს, რომელიც მას დაეკისრება. ერები, ისევე, როგორც ადამიანები, ოდესღაც იბადებიან და კვდებიან და ალბათ მათი მკვდრეთით აღდგომაც შესაძლებელია. ეპოქების მიხედვით ერის ფენომენზე, მის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა, მაგრამ ამ აზრთა შორის დომინანტი იყო ღვთაებრიობის პრინციპი. ძველი ბერძნები თუ ლათინები თავიანთ წინაპრებად ოლიმპოელ ღმერთებს მიიჩნევდნენ. შუა საუკუნეებში ქრისტიანებიც და მუსლიმებიც თავიანთ წარმოშობას ბიბლიის პერსონაჟებს უკავშირებდნენ. XIX-XX საუკუნეებში ევროპული მეცნიერება შეეცადა უარეყო ერების წარმოშობის ღვთაებრიობის იდეა და, სანაცვლოდ, წინ წამოეწია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. მაგრამ ამაოდ. მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ მექანიზმებს როდი შესწევთ უნარი, შექმნან კულტურა. კულტურა სულიერების ნაყოფია და უარყო ერი, როგორც სულიერი ინდივიდი, ნიშნავს უარყო ეროვნული კულტურა. არადა, მსოფლიო ცივილიზაცია ეროვნულ კულტურათა ერთობლიობაა; ღმერთს რომ ეროვნული და ენობრივი ნიშნით არადიფერენცირებული სამყარო ნდომებოდა, მაშინ შვიდი ათასი წლის წინათ არ დაარღვევდა ბაბილონის გოდოლს. სწორედ ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნებაა სამყაროს კაცობრიობის მშვენება და ღირსება. XX საუკუნის მიწურულის მეცნიერულმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი. უილიამ რაინისა და უოლტერ პიტმენის გამოკვლევებმა დაადასტურეს წარღვნის რეალურობა. გენეტიკური კოდის გაშიფვრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ადამიანები პირადი სურვილების მიუხედავად დამოკიდებულნი არიან ათასწლოვან გენეტიკურ მემკვიდრეობაზე. უმთავრესად ღვთის ნება და გენეტიკა განსაზღვრავს როგორც ინდივიდის, ისე ერის არსებობასა და მოღვაწეობას. ქართველი ერიც, მსგავსად სხვა ისტორიული ერებისა, გარკვეული გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია, ისიც ოდესღაც დაიბადა უძველესი ტომებისაგან.

ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მეტად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ - თუ ვინ არიან დღეს ჩვენი ნათესავები, რაც ნათელყოფს - სად უნდა ვეძებოთ ჩვენი წინაპრების განსახლების არეალი.

თანამედროვე ერებისა თუ ქვეყნების ისტორია "ბაბილონის" ეპოქიდან იწყება. ერი, როგორც ასეთი, თავისი განმარტებით, თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებული ცნებაა. წარსულში კი, ადამიანთა ტომობრივი გაერთიანების აღსანიშნავად შემდეგ ტერმინებს ხმარობდნენ: "მოდგმა", "ნათესავი". მაგალითად: "სემის მოდგმა", "ნათესავი ქართველთა" და ა. შ., ამასთან, არაერთი თანამედროვე ეთნიკურობის სახელი, თუნდაც მეთვრამეტე საუკუნეში რელიგიური კუთვნილების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მაგალითად, "ქართველი" - ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ნიშნავს, "სომეხი" - მონოფიზიტს, "ბერძენი" - ზოგადად მართლმადიდებელს და, კერძოდ კი, ბერძნულენოვანი ეკლესიის წევრს, "ფრანგი" და "ჰრომი" – კათოლიკეს, "ურია" - იუდეველს.

სწორედ ამიტომ, უპრიანად მიგვაჩნია, ძველ ისტორიაზე მსჯელობისას, "ერის" ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინები "მოდგმა" და "ნათესავი".

ქართველთა მოდგმის ისტორიაც ბაბილონის გოდოლის ეპოქიდან იწყება. ბაბილონის გოდოლის შენება იყო აქტი, რომლის მიზანსაც კაცობრიობის ერთფეროვნების, უნიტარულობის შენარჩუნება წარმოადგენდა. არადა, უფლის ნება იყო, რომ ადამიანები, როგორც პიროვნულად, ისე ერების - "ნათესავების" სახით ინდივიდუალურნი, თვითმყოფადნი, თავისებურნი ყოფილიყვნენ. ამიტომაც ღმერთმა კაცობრიობას ენები აღურია და მათ ვეღარ გაუგეს ურთიერთს, შეწყვიტეს ფიზიკურად ერთად ყოფნის ნიშანსვეტის - გოდოლის შენება.

ერთი ნათესავი - ებერის მოდგმა, როგორც საეკლესიო გადმოცემა და წმიდა იოანე ოქროპირი გვაუწყებს, იმთავითვე, არ მონაწილეობდა გოდოლის შენებაში. და ეს ბუნებრივიცაა, როგორც წარღვნის ჟამს ნოე და ძენი მისნი, ასევე გოდოლის შენებისას სემის შთამომავალთა ერთი მოდგმა მაინც უეჭველი იცავდა "სამეუფო გზას". სამოთხის ბაღიდან ადამის გამოძევების შემდეგ ყოველთვის არსებობდნენ რჩეული ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებდნენ უფლის სიტყვას და უფლის მორჩილებად რჩებოდნენ. ასე იყო წარღვნისას, ასე იყო ეგვიპტის ტყვეობაში ყოფნისას, სინაზე ხეტიალისას (მოსე, იესო ნავეს ძე და სხვა), ბაბილონის ტყვეობის ჟამს (ეზეკიელი, დანიელი და სხვა), თუ თვით მაცხოვარის ჯვარცმის დროს (მოციქულები, სიდონისა და ელიოზის დედა...). ბაბილონის გოდოლის შენების დროსაც არსებობდნენ რჩეულნი, რომელთათვისაც ქამის შთამომავალ ნებროთიანთა ამპარტავნული ახირება უცხო და მიუღებელი იყო. ეს სწორედ ის მოდგმაა, რომელიც გოდოლის რღვევის შემდეგ კავკასია-შუამდინარეთიდან არ განუდევნია უფალს, სხვათა მსგავსად არ განუფანტავს. გოდოლის რღვევის შემდეგ, კავკასიასა და შუამდინარეთში მხოლოდ სემისა და ებერის შთამომავალნი დარჩნენ. ებერიელნი უკვე ამ საქციელით ინდივიდუალურ, თავისებურ, თვითმყოფადნი და ორიგინალურნი იყვნენ დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით. ამასთან, თუკი კაცობრიული ნების გამომხატველი იყო ერთი ენა - წინა ბაბილონის გოდოლური და ერთი სახელმწიფო, ერთი პოლიტიკური ცენტრი - გოდოლი, ხოლო უფლის ნება კი მრავალენოვნებაში გამჟღავნდა, ცხადია, ებერიელებს იმთავითვე უფლის ნებით მქმედ მოდგმას, საოცარი ძალით ახასიათებდა მიდრეკილება მრავალენოვნებისაკენ და, თანაც, მათი ენობრივი ინდივიდუალიზმი, ვინაიდან, ნაყოფი იყო არა გოდოლის შენებით გამოწვეულ უფლის რისხვისა, არამედ გოდოლამდელი უფლის ნების შეგრძნება - შეგზნება - გათვითცნობიერების შედეგს წარმოადგენდა, ცხადია, რომ ებერიანთა დამოკიდებულება ზოგადად ენისადმი და, ამასთან, მათში სიტყვათწარმოებისა თუ ენათდიფერენციაციის პროცესი, ისევე, როგორც სხვა ენებთან თუ ენებზე რეაგირების მექანიზმები სრულიად ორიგინალური იყო და არ ემთხვეოდა, არც შეიძლება დამთხვეოდა, დანარჩენ, ნაგოდოლარ კაცობრიობაში არსებულ ლინგვისტურ კანონებს. თუკი "გოდოლურ" მოდგმებში ეროვნული ენა, როგორც ასეთი, მოდგმათა გამმიჯნავ უმთავრეს ბერკეტად იქცა, ებერიანებში, რომელნიც იმთავითვე, გოდოლამდე გაემიჯნენ დანარჩენ კაცობრიობას, ენას, ლექსიკას სულ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა. მათი ინდივიდუალიზმი სრულიადაც არ იყო დამოკიდებული ენისა თუ კაცობრიობის შემოქმედებითი პროცესის შედეგის - კულტურის გავლენაზე. ებერიანნი მარადიულ, ანტიგოდოლისტურ ინდივიდუალურ მუხტს ატარებდნენ. უფრო მეტიც, ხორციელ სამყაროში ისინი თავად იყვნენ ინდივიდუა-ლიზმის განსახიერება. ამიტომაც, ებერიანნი გაცილებით თავისუფლად, გნებავთ, ზედაპირულად ეკიდებოდნენ უცხო ენისა თუ კულტურის ფაქტორს. მათ არ ეშინოდათ უცხო ენათა ექსპანსიისა, რადგანაც არ არსებობდა ამქვეყნიური ფაქტორი, რომელიც ებერიანთა თვითმყოფადობას საფრთხეს შეუქმნიდა. მაგალითად, აბრაამამდე ებრაელები მეტყველებდნენ შუმერულად, შემდეგ ქანაანურ-ივრითულად, არამეულად, გერმანულად თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ენაზე, ისინი მაინც რჩებოდნენ სრულიად განსხვავებულ არსებად, რადგან მათში თვითმყოფადობა ენათა გაჩენამდელი იყო.

ერთი სიტყვით, ებერიანთა ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ისტორიაზე, მსოფლმხედველობასა და კულტურაზე შეუძლებელია იმ ზოგადი საზომით მსჯელობა, რომელიც შეეფერება დანარჩენ კაცობრიობას - ადამიანთა უდიდეს ნაწილს. არ შეიძლება ებერიანთა ნათესაობისა თუ წარმოშობის კვალი კლასიკური და, მითუმეტეს, სტრუქტურული ლინგვისტიკის მექანიზმებით ვიკვლიოთ. შეუძლებელია ებერიანებს მივუსადაგოთ "ერის", "სახელმწიფოს", "ევოლუციის" და ა. შ. კლასიკურ პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ ტერმინთა განმარტებები. ერთი სიტყვით, ებერიანებს ვერარას გავუგებთ კლასიკური, ზოგადსაკაცობრიო საზომით, რადგანაც ეს მოდგმა ამ საზომთა გაჩენამდე ფლობდა და განასახიერებდა სწორედ ამ საზომთა განმაპირობებელ და, ამასთან, მათი არსებობის თვითმიზნობრივ ღირებულებას - უფლის მიერ დაშვებულ და კურთხეულ ინდივიდუალიზმს, სხვათაგან გამორჩეულობას.
ვინ იყვნენ ებერის ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ნათესავნი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპრიანია ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების ანალიზი.

ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების რამდენიმე ვარიანტს იცნობს მეცნიერება:

    * ძველი აღთქმის დაბადებისეული ვარიანტი;
    * "პირველი ნეშტთასეული";
    * იპოლიტე რომაელის (ორი რედაქცია) 234-235 წწ.;
    * ეპიფანე კვიპრელისეული 403 წ.;
    * ექვთიმე მთაწმინდელისეული X ს.

სწორედ ამ ტაბულათა შეჯერებით, არქეოლოგიურ თუ წერილობით მონაცემთა გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს და დადგინდეს ამა თუ იმ მოდგმის წარმომავლობა. ბიბლიურ ტაბულათაგან ყველაზე სრული პირველი ნეშტთას ტაბულაა:

სემის, იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სახელებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

სემის მოდგმა:

1) ელამი
2) აშური
3) არფაქშადი
4) ლუდი
5) არამი
6) მეშექი
7) ებერი
8) ქალები (ხალები)
9) ხური
10) მეშაყი
11) ხარანი
12) ური


იაფეტის მოდგმა:

13) გომერი
14) აშკენაზი
15) იავანი
16) ელიშა
17) თუბალი
18) მეშექი


ქამის მოდგმა:

19) აქადი
20) ფილისტიმელები
21) სიდონი
22) ამორეველები
23) ქანაანი
24) ხეთი

სამივე ტაბულაში სულ რამდენიმე ხალხის, ქვეყნისა თუ ქალაქის სახელია დაფიქსირებული, რომლებიც დღემდე არსებობენ ანდა რომელთა შესახებაც სარწმუნო წერილობითი წყაროები მოგვეპოვება:

1. ელამი - შუმერულად - ნიმ, ელამურად - ჰათანთი, ძველსპარსულად - "ჰუა. ეს მოდგმა თანამედროვე ირანის დასავლეთ ნაწილში სახლობდა და მეტყველებდა ენაზე, რომელიც ნათესაურ კავშირს მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენებთან ამჟღავნებს. ელამის სახელმწიფო ძვ. წთ. III ათასწლეულში წარმოიქმნა და ძვ. წთ. VI საუკუნემდე იარსება. მისი უმნიშვნელოვანესი ქალაქები იყო: სუსა (შუშენი) და ანშანი. ძვ. წ. 24-23 საუკუნეებში აქადში შედიოდა; ძვ. წთ. 21-ე საუკუნიდან კვლავ შუმერმა და აქადმა დაიპყრო. ძვ. წთ. მე-18 საუკუნეში, ბაბილონის ძლევამოსილების პერიოდში, როდესაც იქ ამორეველი ხამურაბი მეფობდა, ელამი დასუსტდა. აღმავლობას განიცდიდა 1165-1115 წლებში მეფე შილხაქინშუშინაქის დროს.

ძვ. წთ. მე-8 საუკუნეში სუსასა და ანშანის სამეფოებად იყო დაშლილი, ბაბილონთან ერთად ებრძოდა ასურეთს. 639 წელს ასურეთმა გაანადგურა. დაიპყრო მიდიამ და შემდეგ აქემენიდების იმპერიის ნაწილად იქცა, სადაც ელამური მოდგმა უდიდეს როლს თამაშობდა.

ელამური ენა არამეულთან და სპარსულთან ერთად აქემენიდების სპარსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა იყო. სუსა იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქს წარმოადგენდა. ელამის უმაღლეს მმართველს სუ ქალი ეწოდებოდა, დინასტია დედის ხაზით გრძელდებოდა. ელამში არსებული გვაროვნული სისტემა იბერიულ-კავკასიურის იდენტური იყო. ელამელების მონათესავენი იყვნენ კასიტები, ლულუბელები და ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები გუთიები (უტიები).

ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში კასიტები ელამში შედიოდნენ. ძვ. წთ. 1741 წელს მათ განდაშის მეთაურობით უშედეგოდ ილაშქრეს მესოპოტამიაში. 1595 წელს დაიპყრეს ბაბილონი, დაამხეს ამორეველთა სამეფო დინასტია და იქ 1204 წლამდე ბატონობდნენ. 1174 წელს კასიტები ელამელებმა განდევნეს ბაბილონიდან. ძვ. წთ. VIII-VII საუკუნეებში ისინი არაერთგზის დალაშქრეს ასურელებმა, 324 წელს კი ელამელები ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა.

გუთიები - თანამედროვე ირანის, აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები იბერიულ-კავკასიური მოდგმის ტომი, რომელთაც ძვ. წთ. 2200 წელს მესოპოტამიაში დაამხეს ქამიტურ-აქადური დინასტია და ასი წლით გაბატონდნენ.

ქამიტი-აქადელების გავლენის ქვეშ მოქცეულ შუმერთა ნაწილი ვერ შეეგუა მომთაბარე გუთიების (უტიები) აღზევებას. ძვ. წთ. 2100 წელს გუთიები განდევნეს შუამდინარეთიდან. გუთიებს მიიჩნევენ თანამედროვე უტიების, უდების, კავკასიის ალბანელების უშუალო წინაპრებად. როგორც ჩანს, მათ დიდი როლი ითამაშეს ქურთების ეთნოგენეზშიც. ელამელების, კასიტებისა და გუთიების მონათესავე ტომი იყო ლულუბელები, რომელთა მეფე ანუბანინმაც ძვ. წთ. 23-ე საუკუნეში დაამარცხა აქადელები. ძვ. წთ. 828 წელს ლულუბელები დაიმორჩილა და მათი ცენტრალური ოლქი "ზამუას ქვეყანა" შეიერთა ასურეთმა. ლულუბელები ზაგროსის მთებში ბინადრობდნენ. ერთი სიტყვით, უძველესი დროიდან სემის შთამომავალ, იბერიულ-კავკასიურ ენათა მონათესავე ენებზე მეტყველ ელამელებს, კასიტებს, გუთიებსა და ლულუბელებს ეპყრათ თანამედროვე ირანის უდიდესი ნაწილი. ეს ტომები უდიდეს როლს თამაშობდნენ აქემენიდების ხანაშიც, მაგრამ, თანდათან, ინდოევროპელმა ირანულმა ტომებმა მათ თვითმყოფადი ენა დააკარგვინეს. როგორც ექვთიმე მთაწმინდელი წერს: "ამათ ყოველთა ნათესავთა არა თუ ყოველთა თვისი ენაი აქუს, არამედ მრავალნი ერთითა ენითა ზრახვენ". ამის მიზეზად, როგორც წმიდა ექვითმეს, ისე ეპიფანე კვიპრელს, ქამიტთა ექსპანსია მიაჩნია. იპოლიტე რომაელის ქრონიკის თანახმად, თანამედროვე სპარსული ენა ქამის ძე ფუტისაგან მომდინარე ენაა, მაგრამ რასაც ბიბლიის ტაბულა და იპოლიტ ელამს ეძახის, ექვთიმე მთაწმინდელი სპარსთა სახელით მოიხსენიებს, რადგანაც ცხადზე ცხადი იყო ოდესღაც იბერიულ-კავკასიურ ენოვანი, სემის ჭეშმარიტი შთამომავალ ელამელების უდიდესი გავლენა აქემენიდებისა თუ პართების პერიოდის ე. წ. ძველ სპარსულ კულტურაზე. უფრო მეტიც, სწორედ ელამელთა, კასიტთა, გუთიებისა თუ ლულუბელების გენოფონდი იქცა სახელოვანი სპარსეთის ძირითად წარმართველ ძალად. აკი, თვით ზარატუსტრაც, ავტორი "ავესტასი", წარმოშობით გუთიების ქვეყნიდან, თანამედროვე აზერბაიჯანიდან იყო.

2. აშური - ათურაი, სურაი, საკუთარი სახელი - ქალდაი.

დაარსდა ძვ. წთ. III ათასწლეულში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ძვ. წთ. IV ათასწლეულში აქ ცხოვრობდნენ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ხურიტები. ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ქამის შთამომავალ ამორეველებისა და აქადეველების შემოჭრის შედეგად დაიწყო ასურელთა ენის გაქამიტურება. დაიწყო ასურის (ქალდაის) "აქადიზაციის" პროცესი, რაც, დაახლოებით, ძვ. წთ. 2000 წელს დასრულდა.

ასურების უძველესი ქალაქი ნინევეა, საკუთარი სახელი ნინა (ნინუა) ძვ. წთ. XVIII საუკუნეში დაიმორჩილა ბაბილონის ამორეველმა მეფემ ხამურაბმა. ძვ. წთ. XVI-XV საუკუნეებში ასურეთი კვლავაც ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდურ მითანს დაუბრუნდა. ძვ. წთ. XI საუკუნეში ასურში შეიჭრნენ არამეელები, ასურეთის უძველესი მოსახლეობა.

როგორც ავღვნიშნეთ, ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდური მოდგმის განსახლების არეალი სხვადასხვა დროს მოიცავდა: კავკასიას, ზაგროსის მთებს (ირანი), მესოპოტამიას, სირიას, პალესტინას. ხური ნაწილია სუბარუსი (არაინდოევროპულ, არაქამიტურ ტომთა ერთობლიობისა). ხურიტების კულტურა პრაქტიკულად იდენტურია მტკვარ-არაქსის კულტურისა. ხურიტების უშუალო მემკვიდრეა ურარტუ, მანამდე კი, მითანისა და გუზანის სამეფოები, ამ უკანასკნელში ქამიტების შეჭრის შედეგად მოხდა მოსახლეობის ძველი ენის დაკარგვა - ენის გაარამეულება. თავად ტერმინი არამი - ხურიტულია, არამი ერქვა ურარტუს მეფეს ძვ. წთ. IX საუკუნეში. არამხუტუ მეგრულად ამირანს ნიშნავს. ხუტუ მომდინარეობს ხურიტულ-ურარტული მიწის ღვთაება ხუტიუნისაგან. ხურიტული გავლენა ერთობ ძლიერ იგრძნობა ქართველურ (მეგრულ-ქართულ) ენებში, ხურიტულ-ურარტულის უშუალო მემკვიდრეა თანამედროვე ჩეჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური ენები. ხურიტული ელმენტები მძლავრად იგრძნობა ძვ. წთ. IV ათასწლეულის ეგვიპტის "გერზეს კულტურაში", რომელი კულტურის მატარებლადაც სჩანან პირამიდის ამშენებელი, ქამიტ-ეგვიპტელთა მბრძანებელი ფარაონები და ქურუმები. "გერზეს კულტურის" ტომებმა შეიტანეს ძველ ეგვიპტეში ბრინჯაოს საიდუმლო.

ხურიტები იყვნენ ჰიქსოსებიც, რომლებიც ძვ. წთ. 1720 წელს ეგვიპტეში შეიჭრნენ და დააარსეს ახალი დედაქალაქი ავარისი (ნილოსის დელტა). ჰიქსოსი აღნიშნავს მწყემსთა მეფეს, იგივე უცხო ქვეყნის მბრძანებელს.

ჰიქსოსებმა შექმნეს პირველი, თავისებური, ანბანური დამწერლობა. ხურიტმა ჰიქსოსებმა შეიტანეს ეგვიპტეში ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი. მათი დინასტიები მბრძანებლობდა 1650-1550 წლებში. სწორედ ამ დროს შევიდა ეგვიპტეში იოსები, ძე იაკობისა (ისრაელის). ჰიქსოსების მთავარი ღვთაება იყო სეთი - ძმა და მტერი ოსირისისა. ისინი განდევნა თებეს მმართველმა იაჰმეს I-მა.

ხურიტული იყო მითანის სამეფო, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო მესოპოტამიაში, დედაქალაქი - ვაშუქანი. მითანი ჩამოყალიბდა ძვ. წთ. XVI საუკუნის მიწურულს. ხეთების მეფე სუფილულიუმმა აიღო ვაშუქანი და დაანგრია. მითანის მეფე თუშრათამ გაქცევით უშველა თავს, ამით ისარგებლა ასურეთის მმართველმა ასურუბალიტ I-მა და დაამარცხა მითანელები. ძვ. წთ. XIV საუკუნის მიწურულს მითანი ასურეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით დაიწყო მითანელთა "ქამიტიზაცია", რის შედეგადაც ჩამოყალიბდა არამეელთა ეთნოსი. 1800-1650 წლებში ხურიტული იყო უძველესი ქალაქი ხარანი, სადაც ურიდან გადასახლდა აბრაამი და, სადაც ქორწინდებოდნენ ისააკი და იაკობი. ხურიტებისთვის დამახასიათებელი იყო იბერიულ-კავკასიური გვაროვნულ-მამასახლისური სისტემა. ხურიტულად მამასახლისი შემდეგნაირად წარმოითქმის - "ევრი", რაც "ივრის", "ებერის", "იბერის", "ივერიის" ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება ასურელთა საკუთარ სახელს - "ქალდაი" ამ ტერმინს სხვადასხვა დროს შემდეგი დატვირთვა ჰქონდა:
1. ქალდეას უწოდებს "ძველი აღთქმა" შუმერს;
2. ქალდე იყო ურარტუს წარმართული პანთეონის უპირ¬ველესი, მთვარის ღვთაება;
3. შუა საუკუნეებშიც კი ქალდებად მოიხსენიებდნენ ლაზებს უცხოელები, განსაკუთრებით ბერძნები;
4. ქალდეურს უწოდებდნენ ბაბილონის მმართველთა იმ დინასტიას, რომლის სამშობლოც ოდესღაც ხურიტული ქალაქი ხარანი იყო: ნაბუქოდონოსორს, ნაბონიდს, ბალთაზარს - ძვ. წთ. VII-VI საუკუნეებში;
5. ქალდეელებს უწოდებდნენ ძველ რომში ქურუმებსა და მისნებს;
6. დღემდე არსებობს ქედი სვანეთში სახელწოდებით ხალდე, ხალდე ჭალა და სხვ.
7. ანტიკური ხანის ხალიბთა (ლაზების) ქვეყნის პარალელური სახელწოდება იყო ხალდეა;
8. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი სემის ძე არფაქშადის მოდგმას ქალდეელებად მოიხსენიებს.
შემთხვევითი არ არის პირველი ნეშტთას გენეალოგიურ ტაბულათა შორის შემდეგი ნუსხა:

ქალები (ხალები)

ხური       მეშაყი       ხარანი

ური

თანაც, ამ ნუსხაში ქალებ (ხალების) ერთ-ერთ ცოლად მოხსენიებულია ევფრათი.
ტერმინი ქალდაი დაკავშირებულია ხურიტულ, შუმერულ, ლაზურ, სვანურ, ურურტულ და ებრაულ სამყაროსთან.
როგორც აღვნიშნეთ, არქეოლოგიურ თუ ძველ წერილობით წყაროთა მონაცმებით, ასური, თავდაპირველად, იბერიულ-კავკასიურ მოდგმას ეკუთვნოდა. ასურის მთავარი ღვთაება იყო იშთარი ანუ შუმერულ-ურუქული ინანა - "ქალღმერთი მამა", როგორც მას მოიხსენიებს "ხამურაბის კანონები". ინანას საკრალური რიცხვია 12, ხოლო საკრალური ცხოველი - ძუ ლომი. სხვათაშორის, უძველესი ქართული მონეტის, კოლხური თეთრის განყოფელი ნიშანიც ძუ ლომი იყო. ქართველების წინაპრები, წარმართობის ხანაში უპირველეს ქალ-ღვთაებას ნანას ეძახდნენ. ნანა დღესაც დასავლეთ ქართულად დედას ნიშნავს.

3. არფაქშადი — "არფაქსად, რომლისაგან არიან ქალდეველნი" — ამბობს წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (X ს.). შუმერულ ქალაქ ურში, ანუ ქალდეველთა ურში იშვა აბრაამი... "ძველი აღთქმის" "დაბადებაში" შუმერს ქალდეველთა ქვეყანას ეძახიან. როგორც დიდი ორიენტალისტი მიხაკო წერეთელი წერს: "ქართველური ენების (ქართულის, ლაზურის და სვანურის) გენეტიკურად ნათესავი ენა შუმერული ენაა, მეტიც, შუმერული, ისევე როგორც ქართველური ენები, ერთი საერთო ძირიდან მოდიან.

რაც შეეხება აბრაამსა და ისრაელს, როდესაც ის ურში იშვა, ამ ქალაქში მხოლოდ შუმერები და ქამიტი ამორეველები სახლობდნენ. ბიბლია სწყევლის ამორეველთა მოდგმას. აბრაამიც, ოჯახითურთ, სწორედ ამორეველთა ექსპანსიას გაერიდა და თავდაპირველად ხურიტულ ხარანში დასახლდა, შემდეგ კი პალესტინა-ეგვიპტისაკენ გაეშურა, სადაც ძალაუფლება, ასევე იბერიულ-კავკასიურ-ხურიტულ ჰიქსოსებს ეპყრათ. ივრითი, ენა, რომელზეც შესრულებულია "ბიბლია", ამორევულის მონათესავე ქამიტურ-ქანაანური ენაა, არადა, ისრაელი გაურბის, არ უნათესავდება, ებრძვის და სწყევლის ქამის შთამომავალ ქანაანსა და ამორეველს. ეს გარემოება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სემის შთამომავალი ისრაელისთვის ის ენა, რომელზეც "ბიბლია" დაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ ქამიტ ქანაანელებთან, ამორეველებთან და ეგვიპტელებთან ხანგრძლივად თანაცხოვრებით შეთვისებული ენა იყო, გენეტიკურად კი ებრაელები ურის ძირძველ, აბორიგენ მოსახლეობას — შუმერებს ეკუთვნოდნენ. სხვათაშორის, აბრაამის, ისააკისა და იაკობის შთამომავალთათვის სამეტყველო ენის ხშირი ცვლილება სრულიადაც არ იყო უცხო მოვლენა, ისევე, როგორც სემის შთამომავალ ელამელთა, კასიტთა, ხურიტთა თუ ასურელ-თათვის. ისრაელი, როდესაც არამეელთა გავლენის ქვეშ მოექცა, არამეულად დაიწყო მეტყველება. ქრისტესშობის ჟამს ებრაელობა არამეულენოვანი იყო. ებრაელები გადასახლების შემდეგ იმ ენებზე მეტყველებდნენ, სადაც უწევდათ ცხოვრება (მაგალითად, იდიში, უბრალოდ, გერმანულის დიალექტია). ებრაელების მსგავსად გადავიდნენ ხურიტები — არამეულზე, ელამელები — სპარსულზე, შუმერები კი აქადურსა თუ ამორევულზე.

4. ლუტი - ლუტის შთამომავალნი იპოლიტე რომაელის მიხედვით არიან "ლაზონნი" ანუ ლაზები (მეგრელები). მეგრელები-ლაზები სემის შთამომავლებად ჰყავთ მიჩნეული ეპიფანე კიპროსელსაც და ექვთიმე მთაწმინდელსაც, მეტიც, ეპიფანე თავის ნუსხაში სემის ძეთა შორის ლაზებს ორჯერ იხსენიებს.

ლაზები ქართული მოდგმაა. ლაზური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება და ქართულთან ერთად ძველი ქალდეულის - შუმერულის გენეტიკურად მონათესავეა. უძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს - ქალდებს - ხალდებს ეძახდნენ. თავდაპირველად მთლიანად ლაზურ-მეგრული ტომებით იყო დასახლებული საქართველოს ტერიტორია. კოლხაც და დიაუხიც ლაზური ქვეყნები იყო.

ლაზური ტომები განსახლებულნი იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმიდან ტროამდე. ლაზურ-კოლხურ კულტურასთან გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს იმ უძველეს ევროპელთა კულტურა, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წთ. IV ათასწლეულიდან განსახლდნენ თანამედროვე საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტერიტორიაზე. ამ ტომებს ხშირად "დასავლეთ იბერების", ლიგურების, პელაზგების, ეტრუსკების, პიქტების სახელით მოიხსენიებდნენ ანტიკური მოგზაურნი თუ მწერლები. სწორედ ლაზებს მოსტაცეს ძველმა ბერძნებმა ოქროს საწმისი და მედეა, ანუ საიდუმლო მეტალურგიისა და მედიცინისა. შესაძლოა, ეს მითი სიმბოლური ასახვაა იმ როლისა, რასაც ლაზი ქურუმები თუ ქალ-ქურუმები თამაშობდნენ ინდო-ევროპულ-ელინური კულტურის განვითარებაში.

ძვ. წთ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ლაზონ-ალაძონნი გმირულად იბრძოდნენ ტროელებთან ერთად აქაველებისაგან ტროას დასაცავად. სხვათაშორის, თვით ელინიზირებულ პროტობერძენთა სახელი "აქაია" გენეტიკურ კავშირშია ლაზებთან: თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა ერთ-ერთი ქართველური ტომი, რომელიც აქაველად იწოდებოდა. ძვ. წთ. XII საუკუნეში ლაზეთში ჩამოსახლდნენ შარდინები, რომელთა ნაწილიც სარდინიაში დაემკვიდრა და შემდეგ გარკვეული როლი ითამაშა თანამედროვე იტალიელთა ეთნოგენეზში. შარდინებს ლაზეთში მოსვლამდე ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტესთანაც და როგორც ჩანს, ამის ანარეკლია ჰეროდოტეს ცნობა ეგვიპტელებისა და ლაზების ნათესაობის შესახებ. ლაზებისა და ხურიტების ნათესაობაზე მეტყველებს ამირანის მეგრული სახელის - არამ-ხუტუს ხურიტული წარმომავლობა, აგრეთვე, სხვა ლექსიკურ-ფონეტიკური თუ არქეოლოგიური მონაცემები.

ერთი სიტყვით, ლაზები - მეგრელები ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კულტურის მქონე ქართველურ-იბერიული მოდგმაა. სწორედ ლაზმა ქალდებმა დაუდეს სათავე მსოფლიოში რკინის მეტალურგიას.

5. არამი - როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად სახელი "არამ" ხურიტულ, ურარტულ და ლაზურ-მეგრულ წყაროებში გვხვდება (არამი ერქვა ურარტუს მეფეს IX საუკუნის 50-იან წლებში ,არამ-ხუტუ ამირანის მეგრული სახელწოდებაა, მომდინარე ხურიტულ-ურარტულიდან).

არამეელებს, ანუ თანამედროვე აისორებს, ძვ. წთ. XIV საუკუნეში ახლამუს, ხოლო ძვ. წთ. XII საუკუნიდან არმაიეს სახელით მოიხსენიებდნენ. არამეელთა ენა პირველად ძვ. წთ. X-IX საუკუნეებიდან ფიქსირდება. არამეელები ხურიტებთან ქამიტური ტომების შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ სირია-მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ.

არამი - გაქამიტებულ, ძირძველ ენადაკარგულ იბერიელ-კავკასიელ ხურუტთა სახელია. სხვათაშორის, ძვ. წთ. VI საუკუნიდან არამეული ენა ერთ-ერთ საერთაშორისო ენად იქცა. აქემენიდები საგარეო ურთიერთობებში ელამურისა და სპარსულის ნაცვლად არამეულს იყენებდნენ. ებრაელებმა ივრითი არამეულით ჩაანაცვლეს. საქართველოშიც, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში არამეული ძლიერ გავრცელებული ენა იყო, რაზეც მეტყველებს "არმაზის ბილინგვა".

თავდაპირველად სემის ძე არამს არავითარი კავშირი არ ჰქონდა "წყეული ქანაანის" მონათესავე ე. წ. არამეული ენის მატარებელ ქამიტებთან. არამეელები ძვ. წთ. XIV საუკუნეში სირიაში მოსული ერთ-ერთი ქამიტური ტომის ენაზე გადასული იბერიელი ხურიტები არიან.
6. მეშექი - მესხი - ეს მოდგმა თანამედროვე ქართველთა, იგივე იბერიელთა ძირითადი ბირთვია. მათი ძირძველი განსახლებისა თუ მოძრაობის არეალი ემთხვევა მესოპოტამია-მცირე აზია-კავკასიის ფარგლებს.

მეშექი - მუშქი - მუშქენ - მოსოხი - მესხი - მასხი _ მუსკი იდენტური ტერმინებია. მუშქენუმ - ასე ეწოდებოდა ამორევულ ბაბილონში ტაძრეულ-ქურუმულ ფენას, რომელიც თარგმანში "პირქვე დამხობილს" ნიშნავს. ეს, ერთის მხრივ მუშქენუმების მღვდელმსახურებაზე მიანიშნებს და, მეორე მხრივ, იმ ისტორიულ ფაქტსაც ასახავს, რომ უძველესი ცივილიზაციის აკვანი შუმერული მესოპოტამია პირქვე დაამხო, დაიმორჩილა ამორეველმა ხამურაბმა. როგორც ხამურაბის კანონებიდან ირკვევა, მუშქენუმები სოციალურ-ეკონომიკურად შევიწროებულნი იყვნენ.

ძვ. წთ. XII საუკუნეში მუშქები ჩრდილოეთ მესოპოტამიაში უკვე ქამიტიზირებულ ასურელებს ებრძოდნენ.

მუშქები არ აირივნენ ხეთებსა და ასურელებში. იოსებ ფლავიუსისა (I ს.) და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების თანახმად, მუშქების (მესხების) შთამომავალნი იყვნენ კაბადოკიელნი.

კაბადოკიელნი კი არიან: წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა გრიგოლ ნოსელი.

ძვ. წთ. 676 წელს მუშქები კიმერიელებთან და ურარტუელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ.

ძვ. წთ. VI საუკუნეში მუშქების გენეტიკურად ყველაზე შეურყვნელად გადარჩენილი, არაასიმილირებული ნაწილი ებრაელებთან ერთად საქართველოში მოვიდა. დააარსა ქალაქი მცხეთა, რომლის ცენტრალური უბანიც ებრაელებს დაუთმო და საუკუნოდ დამკვიდრდა ამ მიწაზე.

ებრაელებმა სწორედ მცხეთაში მოიტანეს წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი. მათი და მუშქების ერთად მოსვლა სრულიად ბუნებრივი იყო. აკი, როგორც მიხაკო წერთელი წერს: "ქართული ანუ მუშქური ენა, მეგრულ-სვანურთან ერთად, შუმერული (ძვ. ქალდ                         ქართველთა როლი მსოფლიო პოლიტიკაში


ქართველი პოლიტიკოსები

ქართველთა წინაპრებისა და მათი მონათესავე ტომების ღვაწლი პარლამენტის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში; "აბრეშუმის გზის" ფორმირებაში, მონეტარული სისტემის განვითარებაში, ქრისტიანობის გავრცელებასა დაცვაში, "დიდ სტეპიდან'' მომდინარე, საფრთხის რეგულირებაში, თანამედროვე და მომავლის მსოფლიო პოლიტიკური სისტემის შენებაში.
ქართული გენისთვის დამახასიათებელი მრავალმხრივი ნიჭი და შესაძლებლობები, საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ეპოქასა და სფეროში კონკრეტულ პიროვნებათა მოღვაწეობაში გამოვლინდა, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკურ სარბიელზეც; რის ნათელი დასტურია. ერთიანი საქართველოს სამი ბუმბერაზი საჭეთმპყრობლის დავით IV აღმაშენებელის, თამარ მეფისა და გიორგიV ბრწყინვალეს როლი საერთაშორისო არენაზე......

დავით IV აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი - ქართველთა უდიდესი ხელმწიფე, ტახტზე ავიდა 1089 წელს,16 წლის ასაკში. ყველა დროის ამ უდიდეს პოლიტიკოსს, მხედართმთავარსა და დიპლომატს, მემკვიდრეობად თურქთა თარეშითა და ერთ წლიანი მიწისძვრებით იავარქმნილი და დაძაბუნებული ქვეყანა ერგო რომელიც თავისი მმართველობის შემდეგ ძლიერ და აყვავებულ საქართველოდ ჩააბარა მომავალ შთამომავლობას.

დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის წარმატების უმთავრესი საფუძველი მისი განსწავლულობასა და გონების განუწყვეტელი წვრთნაში მდგომარეობდა. როგორც თავისუფალ დროს ასევე ლაშქრობისას მეფე მუდმივად კითხულობდა: საღვთისმეტყველო ნაშრომებს, ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, სამხედრო, სამართლებრივი ხასიათის ლიტერატურას. მას კარგად ესმოდა, რომ ძლიერი ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი საგანმანათლებლო სისტემის არსებობა იყო. სწორედ ამის საფუძველზე დაარსა მან გელათის ცნობილი აკადემია, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ღირს მამათა თაოსნობით. აქ ისწავლებოდა: ღვთისმეტყველება, რატორიკა, ასტროლოგია, მუსიკა, ფილოსოფია და ა.შ. გელათი მომავალი საქართველოს წარმატებულ მამულიშვილებს ზრდიდა.
დავითმა დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაში, თავისი პაპის ბაგრატ მეოთხის დროს შექმნილი ის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი, რომელსაც საუკუნეთა განმმავლობაში "აბრეშუმის გზად" მოიხსენიებენ დღემდე, და რომელის მეშვეობით მოტანილი სარგებელის გამო, როგორც ბიზანტია ისე აღმოსავლეთის ქვეყნები ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნის სამოციანი წლებისთვის საქართველოს უმდიდრეს ქვეყნად მიიჩნევდნენ. შორსმჭვრეტელმა ხელმწიფემ საქართველოს ინტერესების დასაცავდ გონივრულად გამოიყენა საერთაშორისო ასპარეზზე. დავითის გამეფებამდე ჩვენი ქვეყანა ვერ ახერხებდა "აბრეშუმის გზის" სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკური თვალსაზრისით ჯეროვნად გამოყენებას.

დავით აღმაშენებელმა მსოფლიო ისტორიისთვის მანამდე არნახული სრულყოფილი სახელმწიფო სისტემა შექმნა, გააერთიანა ქვეყანა, ჩამოაყალიბა მსოფლიოში უძლიერესი არმია და "აბრეშუმის გზის" დახმარებით საკუთარ სამშობლოს იმ პერიდისთვის ჰეგემონის სტატუსი მოუპოვა.

1095 წელს, კლერმონში, რომის პაპმა ურბან მეორემ, თურქ-სელჩუკთაგან იერუსალიმის გასათავისუფლებლად "ჯვაროსნული ლაშქრობა" წამოიწყო. ამ გადაწყვეტილებამდე რომის პაპი ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მიიყვანა, რომელიც დავით აღმაშენებლის მამიდის, მარიამ დედოფლის შვილობილი იყო.

როგორც ჩანს დავითმა გამოიყენა კონსტანტინოპოლის ქართული დიასპორა, აამოქმედა მსტოვართა აპარატი და ალექსი კომნენოსისა და ურბან მეორის საშუალებით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას მიაღწია. "ჯვაროსნული ლაშქრობით" რომელიც, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა ყველაზე მეტად საქართველომ ისარგებლა რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის არა მარტო გაერთიანებას, დამოუკიდებლობასა და აღზევებას არამედ მისი მსოფლიო ასპარეზზე ძლიერი სახელმწი ლით მყარი პოზიციების დამკვიდრებას.

დავით აღმაშენებლის დამსახურებაა ის, რომ 1121-1225, 1337-1387 წლებში ანუ 150 წლის განმავლობაში საქართველო გარკვეულწილად მსოფლიო ჰეგემონიის სადავეებს ფლობდა. დიდმა მეფემ და ბრძენმა საჭეთმპყრობელმა, დავითმა არა მარტო გონივრულად გამოიყენა "აბრეშუმის გზის" გეოპოლიტიკური ფაქტორი და მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, არამედ "ჯვაროსნული ომის" პროვოცირებით თავად შექმნა ახალი საერთაშორისო სიტუაცია. ეს ომი მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იყო. ამასთან ერთად ისტორიული ცნობების თანახმად იერუსალიმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაშიც კი მიუღია უშუალო მონაწილეობა მეფე დავითს.

ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით გამორჩეულმა ქართვლთა უდიდესმა ხელმწიფემ, რომელმაც ანდერძის მიხედვით გელათის კარიბჭეში ისურვა დაკრძალვა, რათა მისთვიs, როგორც უფლის ერთ-ერთი ცოდვილი მსახურთაგანისთვის "ფეხი დაედგათ მკერდზე ყოველთა....", გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა "გალობანი სინანულისანი", რომელშიც ქრისტიანული თავმდაბლობით მოინანია ბრძოლებში მოპოვებული თავისი ყველა გამარჯვებაც კი, როგორც გარკვეულწილად ანგარებით ჩადენილი ქმედება.

გიორგი V ბრწყინვალე

საამაყო მამის დემეტრე II თავდადებულის არანაკლებ საამაყო შვილი,გიორგი V "ბრწყინვალედ" წოდებული, ტახტზე მონღოლთა ბატონობისა დროს, შიდა აშლილობებითა და სამეფო ინტრიგებით სავსე პოლიტიკურ ხანაში, 1299 წელს ავიდა. იგი მონღოლებმა მათ წინააღმდეგ აჯანყებული მისივე ნახევარძმის, დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს, რომელიც იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა. ამგვარი ჩანაფიქრი მონღოლთა მიერ ქართული პოლიტიკური და სამხედრო ძალების შუაზე გახლეჩისკენ იყო მიმართული. ეს გეგმა მცირე ხანში კიდევ ერთი ნახევარძმის ვახტანგ III-ის გამეფებითაც განამტკიცეს, რათა პრინციპს "გათიშე და იბატონე" გაცილებით უკეთ ემოქმედა. გამომდინარე იქედან, რომ თავდაპირველად მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა, გიორგის "თბილისის მეფედაც" კი მოიხსენიებდნენ.

შედარებით მეტი ძალაუფლება გიორგი ბრყინვალეს ხელში (ისიც მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოზე ) 1314 წლიდან, ტახტის სხვა დანარჩენ მემკვიდრეთა გარდაცვალების შემდეგ მოექცა, სამ ნაწილად გახლეჩილი და პოლიტიკურად თითქმის სრულიად დაძაბუნებული ქვეყნის ერთმუშტად შეკვრა და აღდგინება, გიორგი მეფემ ერთბაშად რამოდენიმე მიმართულებით დაიწყო. პირველ რიგში მონაღოლებთან ალიანსში მყოფი, გათავხედებული ფეოდალები შეკრიბა და დადა-ბუდიანად ამოხოცა ცივის მთაზე, რის შედეგადაც მეფემ საქართველოში მონღოლებს პოლიტიკური დასაყრდენი მოუსპო, შესაბამისად სამეფო ხელისუფლების დიდი შემოსავლითა და სამხედრო რესურსებით შევსებასაც შეუწყო ხელი. ამის პარალელურად ალაგმა შიდა ქართლის ტერიტორიაზე ოსთა უკონტროლო თარეში. ყველაფერ ამასთან ერთად კი ეტაპობრივად, დიპლომატიური გზით შემოიერთა დასავლეთ საქართველო და მესხეთი. ყოველივე ამას ბრძენი ხელმწიფე ილხანთა სამეფოსთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში ახორციელებდა. უფრო მეტიც, 1357 წლამდე გიორგი ბრწყინვალე და მისი ძე დავით IX-ე ილხანთა ურდოში ხარკსაც კი იხდიდნენ, რათა სანაცვლოდ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ.

1320 წელს მონღოლთა სამეფოში დაწყებული დიდი არეულობით გიორგიმ გონივრულად ისარგებლა და მათ მიერ უომრად დატოვებულ ქვეყაში თავისი პოლიტიკური გავლენა ერთი ორად გაზარდა. 1335 წელს მან მონღოლებს ხარკიც შეუწყვიტა და მათ მიერ გამოგზავნილი დამსჯელი რაზმიც იოლად უკუაგდო.

1341 წელს, გამოთავისუფლებულ ტრაპიზონის ტახტზე ასვლაში დედოფალ ანახუტლუს დახმარებით, ქართველებმა კვლავ აღიდგინეს უშუალო, პოლიტიკური გავლენა და რეპუტაცია ტრაპიზონის იმპერიაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი ბრწყინვალეს არც ერთი დიდი ომი არ უწარმოებია, მაგრამ გვეყნის გაერთიანების შედეგად მოკრებილი ძალებით შესძლო საქართველო თავის ისტორიულ საზღვრებში აღედგინა ნიკოფსიით დარუბანდამდე.

ამიერიდან საქართველოს კვლავ ემორჩილებოდნენ: ოსები, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, რანის, ყარაბაღისა და შარვანის მკვიდრნი, არარატის სომხეთი, ანისი, დვინი და შაჰარმენთა სასულთნო. სწორედ მეფე გიორგის დროს მუსლიმანურ სამყაროში უძლიერესი სახელმყიფოს ეგვიპტის სულთნის განკარგულებით, ქართველები ყოველგვარი გადასახადისაგან იყვნენ გათავისუფლებული მუსლიმთა ქვეყანაში ვაჭრობისა და მოგზაურობისა დროს. სულთნისავე ბრძანებით, საქართველოს კვლავ დაუბრუნდა მანამდე მეჩეთად გადაკეთებული იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მაცხოვრის საფლავის კლიტენი. იმ პარიოდში იერუსალიმის თითქმის ყველა ქრისტიანული სალოცავი ქართველთა მფარველობის ქვეშ იყო და მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება მსოფლიოს ქრისტიანთა შორის, ცხენზე ამხედრებულებს, გაშლილი ხუთჯვრიანი დროშით შესულიყვნენ იერუსალიმში. მსოფლიოს ყველა უდიდესი. მუსულმანური თუ ევროპული ქვეყნის მეფენი ერთხმად აღიარებდნენ საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერესა და ქართველთა მხედრობის უძლეველობას.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ გიორგი ბრწყინვალეს მეფობის პერიოდში გადმოიტანა რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში.

გიორგი ბრწყინვალეს სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფინანსური რეფორმა;საკუთარი ფულის მოჭრა, რომელიც ისტორიაში”გეორგაული თეთრის”სახელითაა ცნობილი.ასევე მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები; ”ხელმწიფის კარის გარიგება” და”ძეგლის დება” რომელიც მთიელთა ცხოვრებას აწესრიგებდა.
ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლიერმა შთამომავლობამ მეფე გიორგი V-ს მეტსახელად ”ბრწყინვალე” უწოდა.

”შვიდმნათობიერი” მეფეთ მეფე თამარი

ქართველთა სათაყვანებელი ქალი-ხელმწიფე, ქრთული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ”შვიდმანობიერი,მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი”, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დაისვა მამამ, გიორგი მე-III-ემ თანამოსაყდრედ.მისი უშუალო გამეფება კი 1184 წელს მამის სიკვდილის შემდეგ მოხდა. თამარი ე.წ ”ოქროს საუკუნეში” მეფობდა და ისტორიაში უაღრესად წარმატებული მმართველისა და ქალური ბუნრებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი, უჩვეულოდ გონიერი პოლიტიკოსის სახელით შევიდა.აფხაზთა,რანთა,კახთა,სომეხთა,შირვანთა და შაჰანთა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მეფეს ”მესიით მოვლენილად” და ”ამ სამყაროს დიდებად” მოიხსენიებდნენ თანამედროვენი, თუმცაღა მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. გამეფებისთანავე, გიორგი მესამისეული პოლიტიკით სიცოცხლეში მასზე განაწყენებულმა უკმაყოფილო ფეოდალებმა მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეზე გადაწყვიტეს შურისძიება და დაკარგული პრივილეგიების აღდგენა,მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ და წელზე ვითომდა ძასლაუფლების ნიშნად, სიმბოლურად ქამარიც კი შემოარტყეს,მაგრმ რეალურად ახალგაზრდა მონარქი სასახლის კარის დიდებულთა გარემოცვაში მათ ”პოლიტიკურ მარიონეტად” იქცა და გათავხედებული ფეოდალების შიშით თავისი მმართველობის პირველ წლებში უამრავ დათმობაზე მოუხდა წასვლა, იგი აიძულეს გადაეყენებინა მამის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები;ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფროდონი, მაგრამ გათამამებულმა დიდებულებმა ესეც არ იკმარეს და მეჭურჭლეთუხუცეს ყურთლუ არსლანის თაოსნობით სამეფო კართან არსებული (და არა უშუალოდ მასზე დაქვემდებარებული) ახალი სკანონმდებლო ორგანოს ”კარავის” დაარსება მოითხოვეს, რომელიც დიდგვაროვანთა ხელისუფლების მაქსიმალურად გაზრდას,შეაბამისად კი სამეფო ხელისუფლებისთვის მინიმალური უფლებების დატოვებას ისახავდა მიზნად.

გათავხედებული ფეოდალები ახალგაზრდა მონარქის არამარტო პოლიტიკურ კომპეტენციებში,არამედ პირად ცხოვრებაშიც აქტიურად ერეოდნენ : 1185 წელს მათ თამარს ვლადიმირ-სუზდალის მთავრის,ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი იური შერთეს ქმრად. რომელიც საქართველოს ისტორიაში ”გიორგი რუსის” სახელითაა ცნობილი. დაახლოებით ორნახევარი წლის შემდეგ თამარი ქმარს გასცილდა და საქართველოდანაც გააძევა ყოფილი მეუღლე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსი უფლისწულის მოწვევა-განდევნის საქმეში მისი მხარდამჭერი ქართველი ფეოდალების ინტერესთა გაყოფა-დაპირისპირებამაც ითამაშა დიდი როლი. მაგრამ მეფის ”ქმარყოფილი” გიორგი- რუსი ასე ადვილად არ შერიგებია უარყოფილის ბედს, მან ორჯერ, პირველდ 1191,ხოლო შემდეგ 1193 წელს სცადა საქართველოში ჩვენი ქვეყნის მტრებისა და მოღალატეების დახმარებით ძალმომრეობითი გზით დაბრუნება,თუმცა თავმოყვარეობაშელახული რუსი უფლისწულის ორთავე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და იგი საბოლოოდ მაინც შეეგუა თავის ბედს.

დაახლოებით1189 წელს,მას შემდეგ რაც, მმართველობის პირველ ხანებში განცდილი მარცხისა და იძულებითი დათმობების მერე თამარმა თანდათან განიმტკიცა სამეფო ძალაუფლება, პოზიციები და შესძლო საკუთარი გარემოცვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნული თავისი უშუალო მომხრეებით შეევსო, 1189 წელს მან კვლავ იქორწინა ოს უფლისწულ დავით სოსლანზე, რომლისგანაც თმარს ორი შვილი, გიორგიIVლაშა და რუსუდანი შეეძინა.

დროთა განმავლობაში,” მწარე პოლიტიკური გაკვეთილისა” და თანდყოლილი გონიერების წყალობით, სუსტი სქესის ამ ძლიერმა წარმომადგენელმა შესძლო ურჩ ფეოდალთა თვითნებობის ალაგმვა,თამარმა ასევე მთელი სიმკაცრით ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა აჯანყება, რომელიც სამ თვეს გრძელდებოდა.
თამარის მეფობის პირველ წლებში, ქვეყნის შიდა პოლიტიკური სირთულეების ფონზე,საქართველო მხოლოდ მომიჯნავე ქვეყნების თავდასხმების მოგერიებას ახერხებდა და ფეოდალური სახელმწიფოსთვის ჩვეული წვრილ-წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს, რამაც მეზობელი მუსლიმანური სახრლმწიფოების უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია,მათ მაჰმადიანთა უზენაეს ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას სთხოვეს დახმარება და საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად ერთსულოვნად გაერთიანდნენ. 1195 წელს შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა წარმატებით დაამარცხეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების არმია.გაცილებით გრანდიოზული და ბრწინვალე გამარჯვება იზეიმა ქართველთა ლაშქარმა, თამარის აარანაკლებ სახელოვანი თანამეცხედრის,დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით,ქართული სარდლობის მიერ კარგად გათვლილი საბრძოლო სტრატეგიის წყალობით, როცა 1203 წელს,ერზერუმის მახლობლად,ბასიანის ველზე რუმის სასულთნოს მეთაურის,რუქნაქდინის უზარმაზარ ლაშქართან მოუხდა ბრძოლა.

1201-1203 წლებში ჩატარებული ლაშქრობების შედეგად,ქართული სახელმწიფოს მმართველობაში შედის ჩრდილო და ცენტრალური სომხეთი, ქართველთა გავლენა ვრცელდებოდა აგრეთვე 1204 წელს შექმნილ ტრაპიზონის იმპერიაში. თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნების სიაში შედიოდა: შირვანი,რანი,ოსეთი,ქაშაქგეთი,დურძუკეთი, დიდოეთი,ღუნძეთი,ლეკეთი და დარუბანდი.ხოლო მოხარკე ქვეყნების რიგში იყვნენ; ხლათის სასულთნო,ერზინკის სასულთნო,კარნუ ქალაქი (არზერუმი), ნახჭევანის სასულთნო და ა.შ.

XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და XIII.საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავიდსი პოლიტიკური,ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თამარისეულ ეპოქაში ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა ქვეყნის აღმშენებლობა.ამ პერიოდში გარდა სათავდაცვო და უტილიტარული დანიშნულების ნაგებობებისა აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, მათ შორი ქართული ხურორთმოძღვრების ისეთი მარგალიტები, როგორიცაა:ბეთანიის, ყინცვისის ტაძრები, ვარძიის,ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსები, საქართველოს ისტორიაში ”ოქროს საუკუნის სახელით” შესულმა ამ ეპოქამ ხელოვნების სხვა დარგებშიც მრავალი შესანიშნავი ნიმუში დაგვიტოვა; შოთა რუსთაველის, მსოფლიო მნიშვნელობის უკვდავი ლიტერატურული შედევრის ”ვეფხისტყაოსანით” დაწყებული,უბისის,ყინცვისის,გელათის კედლის მხატვრობა-მოზაიკით,ჯრუჭის ოთხთავით,წყაროსთავისა და ტბეთის სახარებებითა და ოპიზრებისეული ხახულისა და ანჩისხატის ჭედურობით დამთავრებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რო,.XI-XII საუკუნეების ქართული ხელოვნება,მთელი რიგი იმ ნოვატორული ნიშან-თვისებებით ხასიათდება,რაც შემდგომში,ისიც მხოლოდრამოდენიმე საუკუნის მერე ევროპულ ”რენესანსულ ხელოვნებას” დაედიო საფუძვლად.

შესაშური პოლიტიკური ალღოსა და რკინის ნებისყოფის მქონე ქართველთა სათაყვანებელი ქალი-ხელმწიფე, საუკუნეთა მანძილზე ქალური სილამაზისა და კდემამოსილების ეტალონი, უამრავი ხელოვანისათვის გამხდარა შთაგონების წყარო, უფლის შიშითა და სიყვარულით აღსავსე,მისი ჭეშმარიტი მხევალი და საკუთარი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი თამარი ფეხშიშველა,ლოცვით მიუძღოდა სამშობლოს დასაცავად მიმავალ ქართველთა ლაშქარს,დღენიადაგ მარხულობდა,მოწყალებას გასცემდა და ინანიებდა უახლოეს წინაპართა მიერ, ძმათა სისხლისღვრით ჩადენილ ცოდვებს. მის ეპოქაში ასევე აკრძალული იყო ადამიანთა სიკვდილით დასჯა. მეფური ბრწყინვალებითა და ქრისტიანული უბრალოებით თანაბრად შემკული ”შვიდმნათობიერი” ხელმწიფე, გარდაცვალების შემდეგ გასაიდუმლებულ ადგილას იქნა დაკძალული, რათა ქვეყნის მომხდურ უსჯულოთ არ ხელეყოთ და წაებილწათ წმინდანად შერაცხული მეფის საფლავი და შთამომავლობისათვის დღემდე უცნობად რჩება თუ სად განისვენებს იგი.
      ქართული სამართალი

დავით აღმაშენებლის ეპოქაში განსაკუთრებულ დონეს მიაღწია საქართველოს მართლმსაჯულებამ. XI-XII სს-ში ქართული მართლმსაჯულება მეტად რთულ და ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენდა. მისი განვითარების დონე შესაშურია თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ის მნიშვნელობა, რაც სისხლის სამართალს ენიჭება.

XII ს-ის საქართველოში კანონმდებლობით გამიჯნული იყო სამოქალაქო და სისხლის სამართალი. ცალკე არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც "სამართალი სამპარავთმძებნელო" ეწოდებოდა. უმაღლეს სასამართლო ინსტანციას წარმოადგენდა სააჯო კარი, რომელსაც მეთაურობდა სასულიერო პირი - მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი.

უმაღლესი სასამართლო კოლეგია, ისევე როგორც ქვემდგომი სასამართლოები სამკაციანი იყო. სასამართლოს სისტემა ნებისმიერი ტერიტორიული ოლქის მიხედვით რამდენიმე ნაწილად იყოფოდა:
ა) გლეხთა სასამართლო - მოსამართლე-მამასახლისი;
ბ) ვაჭარ-ხელოსანთა - მოსამართლე-დიდვაჭარი;
გ) დიდებულთა - მოსამართლე-მოძღვარი ან მეფეთა წინაშე ზრდილი ან ნამყოფი კაცი;
დ) "საკორპორაციო სასამართლოები" (პროფესიების მიხედვით) ყველა სახის საოლქო სასამართლოს სასჯელო-სამრევლო ეწოდებოდა. თუ დანაშაულში სხვადასხვა ოლქის მკვიდრნი ან სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაშინ საქმე პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივად აწარმოებდა ორივე სახის სასამართლო, ვთქვათ, საგლეხო და დიდებულთა, განაჩენიც ერთობლივად გამოჰქონდათ აღსრულებას კი გლეხზე გლეხი მოსამართლე, დიდებულზე კი დიდებული კისრულობდა.

XI-XII სს-ში ქართულ სამართლის წარმოებაში შემდეგი პირნი მონაწილეობდნენ: სასამართლო კოლეგიის წევრები (მოსამართლე, გამომძიებელი და საქმის მომხსენებელი); ადვოკატი-მეოხი; მოწმენი - არანაკლებ სამი კაცისა (ისიც ფიცის ქვეშ, რათა მინიმუმამდე დასულიყო ცილისწამების შესაძლებლობა), ბრალმდებელ-შემწყალებელი, დაზარალებული და ბრალდებული.

სამართლის წარმოება შემდეგი სქემით მიმდინარეობდა. კონკრეტული პირის შესმენა-დასმენის ანდა ამ პირზე დაზარალებულისგან სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ ეჭვმიტანილს მსაჯული იბარებდა. ეჭვმიტანილის სასამართლოში მიყვანა "ჩენილის" ანუ პოლიციის ინსპექტორის პრეროგატივა იყო. ჩინელი "მპარავთმძებნელს" ანუ სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს ემორჩილებოდნენ. შემდეგი ეტაპი იყო სასამართლო გამოიძება, რომლის დროს მომჩივანს ბრალის დამტკიცება ევალებოდა სასამართლოს წინაშე. ამას მოსდევდა "ბრალის მხილება" ანუ ბრალის წაყენება მინიმუმ სამი მოწმის მონაწილეობით, ამასთან, საქმეში ერთვებოდა "მეოხი" - ადვოკატი, ხდებოდა "განკითხვა" - ანუ საქმის საბოლოო გარჩევა და "მსჯავრის" - საბრალდებო დასკვნის გამოტანა, რასაც მოსდევდა "განაჩენი" - ანუ სასჯელის ზომის შეფარდება. სასამართლო სისტემა ითვალისწინებდა მეფისგან შეწყალება-შენდობის მექანიზმსაც.

XI-XII სს-ის საქართველოში "საკონსტიტუციო სასამართლოს" ფუნქცია დარბაზს ეკისრებოდა. ქართული მართლმსაჯულების ესოდენ დიდი დიფერენციაციის ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია მპარავთმძებნელთა ანუ კრიმინალური პოლიციის ფუნქცია, რომელსაც თავის საქმეში ერთდროულად, გარდა პოლიციელისა, ადვოკატის, პროკურორისა და მსაჯულის უფლებები ჰქონდა მინიჭებული.

დარბაზიცა და სააჯო კარიც თავის ქვემდგომი სტრუქტურებით ძირითადად სამოქალაქო სამართლის საკითხებითა და მკვლელობათა საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებულნი. სისხლის სამართლის წარმოება მთლიანად თავმოყრილი იყო ერთი სტრუქტურის - "მპარავთმძენელთა" ანუ სისხლის სამართლის სამძებროს ხელში. მათ ფუნქციაში შედიოდა ავაზაკთა, ყაჩაღთა, მეკობრეთა, ქურდთა და სხვა სახის კრიმინალთა არა მარტო ძებნა-შეპყრობა, არამედ გასამართლებაც და განაჩენის აღსრულებაც. მპარავთმძებნელნიც და მათი ქვეშევრდომნი "ჩენილნიც" - ინსპექტორები - განსაკუთრებული უფლებებით იყვნენე აღჭურვილნი. ისინი სამოქალაქო სამართლის საქმეთა გახსნაშიც მონაწილეობდნენ და, ამასთან, სრული შეუვალობით სარგებლობდნენ სისხლის სამართლის სფეროში. ესოდენ დიდი უფლებები, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა და, აქედან გამომდინარე, მპარავთმძებნელთა სამსახურში ანუ კრიმინალურ პოლიციაში ქვეყნის უღირსეულესი შვილნი იყრიდნენ თავს! ამასთან მპარავთმძებნელის - სისხლის სამართლის სამძებროს ავტონომიურობა უზრუნველყოფდა ამ სამსახურის მეტ მობილუნარიანობას, არც ერთი სხვა უწყებას არ ჰქონდა შანსი, თვინიერ მეფისა, ზეწოლა მოეხდინა მპარავთმძებნელთა საქმიანობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ქართველ ერში საოცრად ზრდიდა კრიმინალური პოლიციის ავტორიტეტს, ამყარებდა მოსახლეობის ნდობას.

მპარავთმძებნელთა და ჩინელთა საქმიანობას კიდევ უფრო უწყობდა ხელს დავით აღმაშენებლის რეფორმები. 1103 წლიდან (რუის-ურბნისის კრებიდან მოყოლებული), როგორც უზენაეს სასამართლოს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ედგა ჭყონდიდელი - სასულიერო პირი. შესაბამისად, სამღვდელოება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც მთავრობის, ისე მართლმსაჯულების საქმიანობაში. ამან გაცილებით გააიოლა ჩვენების მიცემის საკითხი. ოდითგანვე საქართველოში ძალისმიერი სტრუქტურებისთვის ჩვენების მიცემა ან სამხილის წარდგენა მაბეზღრობად იყო მიჩნეული და მეტად სასირცხვილო საქმედ ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც გამომძიებლის ფუნქცია სასულიერო პირებსაც დაეკისრათ, ჩვენების მიცემა თითქმის აღსარებად იყო აღქმული. შესაბამისად, მთელმა საპოლიციო სისტემამაც ერთგვარად ზნეობის დარაჯის დატვირთვაც შეიძინა.

გარდა მპარავთმძებნელის ინსტიტუტისა, საქართველოში XI ს-იდან კიდევ არსებობდა რამდენიმე უწყება, რომელთა უშუალო ფუნქციასაც წარმოადგენდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ადგილებზე, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, კანონის დამცველებად გვევლინებოდნენ ერისთავი და მისი თანაშემწე გამგებელი ხევისბერებთან ერთად.

სახელმწიფოს ცენტრალურ აპარატში სამართალდამცველის ფუნქცია განაწილებული იყო მპარავთმძებნელებთან ერთად მანდატურთხუცესს, მანდატურებს, ამირეჯიბსა და მსტოვრებს შორის. მანდატურთხუცესს ერთობ დიდი უფლებები ჰქონდა მინიჭებული. ის ჭყონდიდელთან (დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან) და ამირასპასალართან (სამხედრო მინისტრთან) ერთად "სამთა ვაზირთა" სრულუფლებიან წევრად გვევლინებოდა. მანდატურთხუცესი /შინაგან საქმეთა მინისტრი იყო/ კი მაგრამ ოდნავ განსხავებული და გაზრდილი უფლებების მქონე, ვიდრე თანამედროვე შინაგან საქმენთა მინისტრი.

მანდატურთხუცესის ხელქვეითნი კურირებდნენ საქართველოს მეურნეობის სტრატეგიულ ობიექტებს: მევენახეობას, ფოსტასა და მიმოსვლას; ამასთან, მანდატურთუხუცესის თანაშემწე ამირეჯიბი თან ცერემონმაისერი იყო და თანაც უფლება ჰქონდა მეფისთვის საგანგებო სიტუაციების შესახებ მოეხსენებინა ნებისმიერ მომენტში, მაშინც, კი როდესაც მეფეს ეძინა.
სამეფო კარის, დარბაზის ანუ პარლამენტის დაცვაც მანდატურთუხუცესის ქვეშევრდომთა პრეროგატივა იყო. ისინი აკონტროლებდნენ გადასახადების აკრებას, ხელმძღვანელობდნენ ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მომარაგებას. მათ ფუნქციებში შედიოდა სიგელების გაცემა-ჩამორთმევა, ანუ მანდატურთუხუცესი ერთად ითავსებდა იუსტიციის, ფოსტისა და მიმოსვლის, საგადასახადო ინსპექციის, სახელმწიფო დაცვის, სახელმწიფო აპარატის მომმარაგებლის, მევენახეობის და საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ფუნქციებსაც. ერთი სიტყვით, მანდატურთუხუცესის ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის სახელისუფლოში შედიოდა კონტროლი მთელს შიდა სახელმწიფო სამოქალაქო საქმეებზე.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როდესაც დავით აღმაშენებელმა შემოიერთა შირვანი, ამ ქვეყნის მართვა-გამგეობა მხოლოდ მწიგნობართუხუცესსა და მანდატურებს ჩააბარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მანდატურნი უნიკალური ფუნქციის მქონე მოხელენი იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში მათ შეიძლება დაკისრებოდათ ნებისმიერი სფეროს მართვა...

საქართველოში სამასი სახლი არსებობდა, რომელთაგანაც გამოდიოდნენ მანდატურნი და მათგან მხოლოდ სამი იყო აზნაურული, დანარჩენი - გლეხური. გლეხთა ფენიდან გამოსული მანდატურები ძირითადად მეფის ხელისუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და, შესაბამისად, ძალზედ მცირდებოდა მეფის ოპოზიციონერ დიდებულებთან მათი ალიანსის შესაძლებლობა.
მანდატურთუხუცესისა და მპარავთმძებნელის ინსტიტუტის პარალელურად არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რაოდენ დიდი ყურადღება ექცეოდა ძველ საქართველოში კანონების დაცვას. XVI ს-დან საქართველოს სამეფოს სამთავროებად დაშლის შემდეგ მანდატურთუხუცესის ყველა ფუნქცია ( გარდა ობერცერემონმაისტრობისა) და მპარავთმძებნელის სახელი მთლიანად ბოქაულთუხუცესმა შეიერთა. ამიერიდან კონტროლი ყველა სახის დანაშაულზე, როგორც სამოქალაქოზე, ისე სისხლის სამართლისაზე და, აგრეთვე, განაჩენის აღსრულება ბოქაულთა მეთაურს ეკისრებოდა. ბოქაულთუხუცესად, როგორც წესი, მეფის უახლოესი პირი ინიშნებოდა. მაგალითად, სოლომონ I -ის ბოქაულთუხუცესი იყო მისი ცოლისძმა, პირველი ვეზირი, სარდალი და ქუთაისის მოურავი ბერი წულუკიძე.

მპარავთმძებნელისა და მანდატურთუხუცესის გარდა, დავით აღმაშენებელმა კიდევ ერთი უწყება ჩამოაყალიბა, რომელიც ისტორიაში ცნობილია მსტოვართა ინსტიტუტის სახით.
როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებიდან ჩანს, XII ს–ის დასაწყისში საქართველოს მსფოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევა, უპირველეს ყოვლისა, ამ უწყების წყალობით მომხდარა. მსტოვართა აპარატი ერთგვარად საინფორმაციო ბანკს წარმოადგენდა, რომლის უმთავრესი მიზანიც იყო, როგორც ავისმოქმედთა აღმოჩენა, ისე ჭეშმარიტ მამულიშვილთა წარმოჩენა. ამასთან, თავად მსტოვარნი უჩინარნი რჩებოდნენ, გარდა მეფისა და ჭყონდიდელისა, არავინ უწყოდა მათი ვინაობა.

მსტოვართა ფუნქციაში შედიოდა საგარეო დაზვერვა, აგენტურული ქსელის გაბმა, აგენტთა აღმოჩენა. მსტოვრები ამარაგებდნენ ინფორმაციით მპარავთმძებნელსაც, მანდატურთაც და სასამართლოსაც - "სააჯო კარს".
ინფორმაციის მაღალი დონე განაპირობებდა იმას, რომ დავით აღმაშენებლის პერიოდის საქართველოსთვის უცხო იყო ორდალიები, ე.წ. "ღვთის სამსჯავრო" ანუ ბრალეულობის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ორთაბრძოლებისა თუ სხვა სახის გამოსაცდელების გამოყენება. სისხლის სამართლის სისტემა მსტოვართა მეშვეობით უზრუნველყოფილი იყო სწორი სამართალწარმოებისათვის აუცილებელი მტკიცებულებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღკვეთა, დამნაშავის შეპყრობა და განაჩენის აღსრულება, რაღა თქმა ნუდა, ეკრძალებოდათ მსტოვრებს, რათა არ მომხდარიყო მათი გამჟღავნება და სისტემას წარმატებით ემუშავა.
ქართულმა საისტორიო წყაროებმა შემოინახა არაერთი ცნობა, რომელიც ცხადყოფს თუ რაოდენ მაღალ დონეზე ახორციელებდნენ თავიანთ მისიას საქართველოს სამართალდამცველნი. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ცნობები, რომლებიც ასახავს მძიმე სახელმწიფო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტებს. ამ ბრძოლაში ქართველი სამართალდამცველნი მარტონი არ იყვნენ, მათ გვერდში ედგა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა. მაგ., თუ დავით აღმაშენებელმა ქვეყნის ღალატში ბრალდებული ლიპარიტ ბაღვაში ზედიზედ ორჯერ მხოლოდ მსტოვრების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიპყრო, ძაგან აბულეთისძის უვნებელყოფისას დავითის მსტოვრებს ეკლესიის მსახურნი ედგნენ მხარში.

როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, ლიპარიტ ბაღვაში არაფერს თაკილობდა, რათა სათავეშივე დაესამარებინა დავით აღმაშენებლის რეფორმები. მეფემ საოცრად ოპერატიულად შეიტყო ღალატის შესახებ და იოლად მოახერხა სამხედრო თვალსაზრისით მეტისმეტად ძლიერი ბოროტმოქმედის შეპყრობა, რა თქმა უნდა, საიდუმლო პოლიციის წყალობით. თავდაპირველად დავითი მხოლოდ ერთგულების ფიცის ჩამორთმევით დაკმაყოფილდა და გაათავისუფლა სახელმწიფო დამნაშავე, მაგრამ სულ მალე საიდუმლო პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ლიპარიტ ბაღვაში არ იშლიდა თავისას და კვლავ ღალატის გზაზე იდგა, მსტოვრებმა კვლავ შეიპყრეს ლიპარიტ ამირა და მან გაძევებაში დაასრულა სიცოცხლე. ზედიზედ ერთი და იმავე პირის და, კერძოდ, თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის შეპყრობა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული საპოლიციო სისტემა. აქვე აღსანიშნავია ის საზოგადოებრივი დამოკიდებულებაც, რომელიც უდიდეს მორალურ თუ ფიზიკურ სტიმულს აძლევდა პოლიციას. ლიპარიტ ბაღვაშის გზას აგრძელებდა ძაგან აბულეთისძე, რომელიც ყოველი ხერხით ცდილობდა ხელთ ეგდო სახელმწიფო თუ საეკლესიო ქონება; ძარცვა, კორუფცია, სცვადასხვა სახის ფინანსური მაქინაციები, ერთი სიტყვით, სისხლის სამართლის პრაქტიკულად ყველა სახის დანაშაულს სჩადიოდნენ ის და მისი ძმა მოდისტოს ეპისკოპოსი.

ძნელი იყო მისი შეპყრობა, მით უმეტეს, რომ ზურგს უცხო ქვეყნის ძალებიც უმაგრებდნენ. თუმცა დავით აღმაშენებელმა მაინც მოახერხა მისი დაპატიმრება და დასჯა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას ამ ოპერაციის განხორციელებაში ყველაზე დიდი დახმარება შიო მღვიმელმა ბერებმა აღმოუჩინეს: "არა მცირედი ერთგულება აჩვენეს ჩვენდა მიმართ მამათა მღვიმეთა", - წერთა ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით აღმაშენებელი.
სამღვდელოთა მხარდაჭერა საპოლიციო აპარატისთვის უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ დავით აღმაშენებლის საქართველოში ყოველი პატიოსანი მოქალაქე პირად მოვალეობად მიიჩნევდა გვერდში დადგომოდა სამართალდამცველებს. ამგვარმა განწყობამ კი განაპირობა საქართველოს გადაქცევა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.
საოცარი დახმარება აღმოუჩინეს უბრალო გლეხებმა პოლიციას კლარჯეთის ყოფილი ერისთავის, შემდეგში კი ავაზაკისა და მძარცველის, ქვეყნის მოღალატის მუზან ტაოსკარელის დაპატიმრებაში. ის მთიბავებმა შეიპყრეს და გადასცეს მანდატურთ. XII ს-ში ყაჩაღთა ბანდის მეთაურის შეპყრობა მთიბავთა მიერ მრავალ რამეზე მეტყველებს: ჯერ ერთი, ქართველთა საზოგადოდ მაღალ სამართლებრივ კულტურაზე, მეორეც, პოლიციისა და საერთოდ, კანონიერებისადმი კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე და, ამასთან, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა მთბავთაგან ბოროტმოქმედის შეცნობა, თუ არ დავუშვებთ, რომ მათ შორის ერთ-ერთი ან რამდენიმე აუცილებლად იყო პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საპოლიციო სისტემას XII ს-ის საქართველოში, პრაქტიკულად, ყველა ფენაში ჰქონდა ძლიერი დასაყრდენი.

ქართული პოლიციის ძლევამოსილება საქართველოს ფარგლებსაც სცილდებოდა. 1132 წელს თირქაშ აბულეთისძე, რომელსაც მეფის მკვლელობის მცხელობაში ედებოდა ბრალი, ხლართის სულთან შაჰ-არმენთან გაიქცა, მისგან სამაგიეროდ არშაყნის ქვეყანა მიიღო და იქიდან დიდი თავგამოდებით აოხრებდა საქართველოს (სომეხი ისტორიკოსი ვარდანი). დემეტრე I-მა, საიდუმლო პოლიციის დახმარებით, უცხო ქვეყანაში გამთავრებული დამნაშავის შეპყრობა და დატუსაღება ისე მოახერხა, როგორც უბრალო ავაზაკისა.
XII ს-ში საქართველოს საპოლიციო სამსახურმა არნახულ ძლიერებას მიაღწია. ეს ყოველივე განპირობებული იყო, როგორც ამ საოცრად მაღალ დონეზე ორგანიზებით, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერითაც. ქართველი კაცი სასულიერო თუ საერო, გლეხი თუ აზნაური, გრძნობდა, რომ საქართველოს პოლიცია ჭეშმარიტად ეროვნული ძალაა, ამიტომაც არაფერს იშურებდა მის გასაძლიერებლად. ყოველივე ეს, ალბათ, ღრმად გასაცნობიერებელი და გასათვალისწინებელია დღევანდელ საქართველოში.

მაშასადამე, XI-XII სს-ში საქართველოში პარალელურად არსებობდა:
1) სამოქალაქო პოლიცია - მანდატურთუხუცესის უწყების სახით;
2) სისხლის სამართლის პოლიცია - მპარავთმძებნელთა სახით;
3) საიდუმლო პოლიცია -მსტოვართა სახით. ყოველივე ამას ემატებოდა უძველესი ტრადიციული სამართალდამცავი სტრუქტურების არსებობა, რომლებიც რეგიონების მიხედვით, განსაკუთრებით კი მთაში, ეხმარებოდნენ ხელისუფლებას მართლწესრიგის დაცვის საქმეში. ერისთავები, მათი ქვეშევრდომნი, გამგებლები, ხევისბერნი და მამასახლისები ადგილზე ახორციელებდნენ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას. ისინი, ერთი მხრივ, "საქვეყნოდ გამრიგე–მოხელენი" ანუ მხარეთა, სოფელთა მმართველებიც იყვნენ და, მეორე მხრივ, პოლიციის უფროსის ფუნქციასაც ითავსებდნენ.

მეტად საინტერესო იყო, აგრეთვე, გზირის ინსტიტუტი. გზირები ჰყავდა ყოველ სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტს და ისინი დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც თანამედროვე უცხოეთში უბნის შერიფები. წვრილმანი დანაშაულის აღკვეთა, უპირველეს ყოვლისა, გზირთა მოვალეობას წარმოადგენდა.
უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს სამართალდაცვის უდიდესი ტრადიცია გააჩნია: გზირი, ჩენილი, მანდატური, ხევისბერი, მპარავთმძებნელი, მსტოვარი, მსაჯული, ბოქაული, ამირეჯიბი, ძველი ბიჭი, ყველანი ერთიან საპოლიციო სისტემას შეადგენდნენ. მასი ფუნქციები ხან ერთიანდებოდა და ხანაც დიფერენცირებული იყო, მაგრამ არსი მათი ქმედებისა უცვლელი რჩებოდა - ქართველთა ზნეობის, სამართლის დაცვა და აღსრულება, ანუ დაცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედისა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მანკიერი ტრადიციების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებაც იყო. ამ მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია კორუფციის, მექრთამეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებანი. სისხლის სამართლის სფეროში კორუფციის აღმოსაფხვრელად XI-XVIII სს-ში ყველაზე ოპტიმალურ ზომად დანაშაულზე თანხობრივი სასჯელის დაწესება აღმოჩნდა. ისევ და ისევ დევივზით: "ავი საქმე ნუ ვისგან გაადვილდებისო", თვით დიდებული ერისთავის მკვლელობაზეც კი ფულადი ჯარიმა იყო შემოღებული. იგივე ეხებოდა ყველა სახის დანაშაულს. გადასახადი მაღალი იყო, მაქსიმალურ თანხას - 40 ათას თეთრსაც კი შეადგენდა. რასაკვირველია, ეს უპირველეს ყოვლისა, ძალისმიერი სტრუქტურების, სისხლის სამართლის სამძებროს მატერიალურ უზრუნველყოფას ხმარდებოდა. ამიერიდან, აღარც ჩენილი და აღარც მპარავთმძებნელი აღარ იყო ქრთამის ამღები დამნაშავისგან, რამეთუ ოფიციალურად, კანონის დაცვით, გაცილებით მეტი სიმდიდრის დაგროვება შეეძლო, ვიდრე ფარული მაქინაციებით, თანაც მისი სახელი და წოდება საამაყო იყო ნებისმიერი ქართველისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მექანიზმის გამოყენება ან ფულადი ჯარიმის დაწესება დანაშაულზე დიდ სარგებელს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, მოუტანდა თანამედროვე ქართულ პოლიციას, მით უმეტეს, რომ ამის დიდი ტრადიციაც არსებობს. ეს მექანიზმი მსოფლიოს მრავალ მოწინავე ქვეყანაშია დამკვიდრებული.

ერთი სიტყვით, საქართველოს არსრებობის მთელ მანძილზე ეროვნული პოლიცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უღირსეულესი საყრდენი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თვითმყოფადობისა.
თვით რუსეთის იმპერიაშიც ქართველი პოლიციელები უმნიშვენლოვანეს როლს თამაშობდნენ: XIX ს-ის 80-იან წლებში რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ჟანდარმთა შეფი იყო მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (იწერებოდა ლორის-მელიქოვი). 1917 წელს რუსეთის რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა ირაკლი (აკაკი) წერეთელი.
ეს კიდევ დასტურია იმისა, რომ ჩვენში, ტრადიციულად, პოლიციელობა ღირსეულთა პატივი იყო, ასე იყო 1921 წლამდე. იმედია, ასე იქნება მომავალშიც და ავი საქმე არასოდეს არავისგან გაადვილდება.                                         ქართული სუფრა
ქართველები ამბობენ "სტუმარი ღვთისააო" და მართლაც ღმერთისგან გამოგზავნილივით მასპინძლობენ მას. ღვინის ქვეყანაში, სუფრა, ღვინო და ქეიფი უმნიშვნელოვანესი რიტუალია სტუმრის მიღებისას.
უცხოელმა ორიოდე დღეც რომ გაატაროს საქართველოში, პირველი თვალში აუცილებლად მოხვდება შეუდარებელი სტუმარ-მასპინძლობა, ქართული ლხინის ორიგინალური წესები და რიტუალი სუფრაზე.

სუფრა ქართული ყოფითი, სულიერი, კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. არავის უკვლევია როდის ჩაისახა იგი, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რომელ ეპოქაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება. სიღარიბემ, ხელმოკლეობამ ქართული სუფრა შეიძლება შეზღუდოს, მაგრამ მის არსს ვერ შეცვლის. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა. მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.
ქართული სუფრა დიფერენცირებულია: არსებობს ლხინის სუფრა და ჭირის სუფრა, საგანგებო მრავალრიცხოვანი ოფიციალური სუფრა; ასევე მეგობრული, შინაურული და მოულოდნელი, მაგრამ ყველასათვის არის ერთი კანონი. კანონი შეიძლება განიცდიდეს ცვალებადობას, თუმცა მისი საზრისი უცვლელი რჩება.
ქართველები სიხარულით იკრიბებიან, სხდებიან სუფრის გარშემო. მათი სიხარული განპირობებულია ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება-განმტკიცებით. სუფრის წესების ადგილები არ არის წინასწარ განპირობებული, ერთადერთი ადგილი სუფრის თავში სუფრის ხელმძღვალს, თამადას ეკუთვნის. თამადა წარმართავს ქართულ სუფრას.

თამადის ზნე-წესი შეგვიძლია ამოვიკითხოთ ბიბლიური ზირაქის ძის წიგნშიც:
„თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი. ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გევალება, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებში მოილხინო და სუფრის რიგიანი გაძღოლისათვის გვირგვინი დაიმსახურო. ისაუბრე, თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, მაგრამ სიმღერას ნუ ჩაახშობ. როცა გისმენენ, სიტყვას ნუ გააგრძელებ და უდროო დროს ნუ ბრძენობ. რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში, იგივეა ხმატკბილი სიმღერა ნადიმობისას. რაც ზურმუხტის ბეჭედია ოქროს ბუდეში, იგივეა საამო ჰანგი ღვინის სმისას“ (სიბრძნე ზირაქისა, 32:1-6).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მრავალფეროვანია სხვადასხვა რეგიონებისთვის და კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ერთმანეთისგან განსხვავებული სამზარეულო აქვთ იმერლებსა და მეგრელებს, რაჭველებსა და აფხაზებს. ასევე განსხვავებული კერძები აქვთ აღმოსავლეთისა და სამხრეთის სხვადასხვა რეგიონში.
დასავლეთ საქართველოს იმერეთის მხარეში უპირატესობას ბოსტნეულით დამზადებულ კერძებს ანიჭებენ. აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის მხარეში ხორციანი კერძებია პოპულარული. დასავლეთ საქართლოში, კერძოდ სამეგრელოს მხარეში უხვად ხმარობენ სანელებლებსა და წიწაკას.
სხვადასხვა კერძი უკავშირდება რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებს. მაგალითად, საახალწლო ქართულ სუფრას უნდა ამშვენებდეს ინდაურის საცივი, შემწვარი გოჭი, გოზინაყი. საშობაოდ აცხობენ ყველიან კვერებს, ხოლო ბარბარობას (რომელიც აღინიშნება 17 დეკემბერს) ყველა ოჯახში ცხვება ლობიანები.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართული ყველის მრავალფეროვნება:

იმერული ყველი – ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველი (გავრცელდა დასავლეთ საქართველოდან)
სულგუნი – რძეში მოხარშული იმერული ყველი (გავრცელდა სამეგრელოს რეგიონიდან)
შებოლილი სულგუნი – სულგუნი იბოლება როგორც ლორი
გუდის ყველი – ცხვრის რძისგან დამზადებული მარილიანი ყველი (გავრცელდა მთის რეგიონებიდან, ინახავენ გუდაში)
ქართლური – ძროხის რძისგან დამზადებული ყველი (გავრცელდა ქართლ–კახეთის რეგიონებიდან)
ცომეული >>
ბოსტნეული >>>
ხორციანი კერძები >>
საწებლები >>
ტკბილეული >>




ცომეული

ხაჭაპური

ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს და კარაქს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს:

    * იმერული ხაჭაპური;
    * მეგრული ხაჭაპური;
    * აჭარული ხაჭაპური;
    * სვანური ხაჭაპური;
    * ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური;
    * ფენოვანი ხაჭაპური;






იმერული ხაჭაპური

მომზადება:

ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი და შედგით აერღუმელში.

მასალა:

    * 1 კგ. პურის ფქვილი;
    * 2 ჩაის ჭიქა მაწონი;
    * 700-800 გრ. ყველი (თუ ცხიმიანი არ არის დაუმატეთ კარაქი);







აჭარული ხაჭაპური

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრაზე. (ცხელი უნდა იჭამოს)

მასალა:

    * წყალი, რძე - 50 გრამი;
    * საფუარი - 2 გრამი;
    * ყველი - 35 გრამი;
    * კვერცხი - 2 ცალი;
    * კარაქი - 20 გრამი;
    * ხაჭო - 40 გრამი;
    * ფქვილი - 100 გრამი;






აჩმა

მომზადება:

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალში, უმაღლესი ხარისხის ფქილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან. დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.

უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კარაქი, ორი ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი, ზემოდან ისევ ორი მოხარშული, კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.

მასალა:

    * კვერცხი - 5 ცალი;
    * კარაქი - 300-500 გრ;
    * ყველი - 1 კილოგრამი;
    * წყალი - 1 ჩაის ჭიქა;
    * ფქვილი - რამდენსაც შეიზელს;






საშობაო კვერები ყველით
(იგივე გურული ხაჭაპური)

მომზადება:

მოვზილოთ ხორბლის თეთრი ფქვილითა და საფუარით რბილი ცომი. გავაჩეროთ 2–3 საათი სითბოში. როცა გაფუვდება მოვამზადოთ საშუალო ზომის გუნდები, შემდეგ ეს გუნდები გავაბრტყელოთ, მასზე ზომიერად მოვათავსოთ უმარილო ყველით მომზადებული გულსართი და მოვაწყოთ მოხარშული მრგვლად დაჭრილი კვერცხი. მომზადებული გუნდები ისე უნდა შევკრათ, რომ კვერმა ნახევარმთვარის ფორმა მიიღოს. ქურაში შედგმის წინ კვერებს წავუსვათ კვერცხის გული.

მასალა:

    * 1 კგ ხორბლის თეთრი ფქვილი;
    * 2 ჩაის კოვზი საფუარი;
    * 300 გრ ყველი;
    * რამდენიმე კვერცხი;






ღომი

ღომი წარმოადგენს სიმინდის ნაწარმის სქელ ფაფას, რომელსაც არავითარი სანელებლები არ უკეთდება. იხმარება, როგორც პურის ან მჭადის შემცველი, მცირეწვნიანი ან მშრალ ცხარე შეჭამანდებთან. ღომი შეიძლება გაკეთდეს ღომის მარცვლებისგან, ბრინჯისგან და ცალკე სიმინდის ფქვილისგან.

მომზადება:

ღომის მარცვლები გავარჩიოთ, რამდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ ზედ თბილი წყალი, დავდგათ ცეცხლზე, ადუღებისას მოყენებული ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ. შემდეგ დავზილოთ მოგრძო მრგვალი ჯოხით (სუთით), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. ღომი როცა წყალს კარგად შეიშრობს და მარცვლები მოხარშული იქნება, ხელმეორედ დავზილოთ სუთით, დავასველოთ ჩოგანი წყლით და გადავიღოთ თითო-თითო თეფშზე.

მასალა:

    * ღომის მარცვლები - 1 ჩაის ჭიქა;
    * წყალი - 3 ჩაის ჭიქა;






გებჟალია

მდუღარე რძეში ჩაყარეთ თხლად დაჭრილი ჭყინტი ყველი და წამოადუღეთ. მოხარშული ყველი გადმოიღეთ ღრმა ფსკერიან ჭურჭელზე და განაგრძეთ ზელა. რძეს, რომელშიც იხარშებოდა ყველი, დაუმატეთ პიტნა და მარილი. დაჭერით ყველი ნაჭრებად და მოასხით პიტნიანი საწებელი.

ეს კერძი უხდება ღომს.




ელარჯი

მოხარშეთ ღომი ზემოაღწერილი წესით, მზა ღომი გადმოიღეთ ცეცხლიდან, ჩაყარეთ შიგ თხელ ნაჭებად დაჭრილი სულგუნი, კარგათ აურიეთ, ისევ ცეცხლზე შედგით და ურიეთ სანამ ყელი კარგათ არ ჩაიზილება.




მჭადი

მომზადება:

გაცრილ სამ ჭიქა სიმინდის ფქვილს დაასხით ჭიქანახევარი თბილი წყალი და მოზილეთ. ცხელ ტაფაზე დადგით ცომი და სველი ხელებით გააბრტყელეთ სასურველი ფორმისა და სისქის მიღებამდე. ტაფას დაახურეთ თავსახური, ერთ მხარეს რომ გამოცხვება გადააბრუნეთ და თავსახურს ნუ დაახურავთ.

მასალა:

    * 3 ჭიქა სიმინდის ფქვილი;
    * 350 მლ. წყალი;






ლობიანი

მომზადება:

მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ, ზედ ორი თითის სისქეზე მოვათავსოთ მომზადებული ლობიო და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.

ლობიოს მომზადების წესი:

მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ საწურზე. მიღებული მასალა მოვათავსოთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ ღორის შიგნეულის გამდნარი ქონი (500 გრამ ლობიოზე 2 სუფრის კოვზი), კარგად მოვშუშოთ, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

შეგიძლიათ ლობიო გაფცქვნათ. ამისათვის ლობიო ჩვეულებრივად უნდა დავდგათ მოსახარშად. როგორც კი წამოდუღდება ჩავაყაროთ 1 სუფრის კოვზი (1 კგ. ლობიოზე) სოდა, მოვურიოთ და ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში გავსინჯოთ ხელით; როცა კანი დაიწყებს გაცლას, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავდგათ ცივი წყლის ქვეშ, თან ხელით ვსრისოთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. შემდეგ ჩვეულებრივად დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.

მასალა:

    * ცომი - 400 გრამი;
    * ლობიო - 200 გრამი;





ჭვიშტარი

მომზადება:

გაცრილ სიმინდის ფქვილში ჩაუმატეთ რძე, მაწონი, კვერცხი და მოზილეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი დადეთ ტაფაზე, მოაყარეთ 5-6 ჭიქა გახეხილი ყველი. ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი და მოაყარეთ კვერცხისა და გახეხილი ყველის ნარევი და გამოაცხეთ.

მასალა:

    * 3 ჭიქა სიმინდის ფქვილი;
    * 1 ჭიქა რძე;
    * 2 ჭიქა მაწონი;
    * 1 კვერცხი;
    * 5-6 ჭიქა გახეხილი ყველი;









ბოსტნეული

ბადრიჯანი ნიგვზით

მომზადება:

კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე დასერეთ ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს, შიგ ჩააყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი.

შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე. შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ნიგოზი შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და აგლისეთ ძმარში.

ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური და ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი.

მასალა:

    * ბადრიჯანი - 1 კგ;
    * ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა;
    * ნიორი - 2-3 კბილი;
    * ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა;
    * ქინძი - 1 ჩაის კოვზი;
    * ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი;
    * მწვანილი - ნახევარი კონა;
    * მარილი - გემოვნებით;








მწვანე ლობიო ნიგვზით

მომზადება:

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს.

ლობიო ხელით კარგათ დავჭყლიტოთ, შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით ავურიოთ. დავდოთ ლანგარზე, შევასწოროთ და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ მოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზემოდან.

მასალა:

    * მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი;
    * ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა;
    * ხახვი - 2-3 თავი;
    * ნიორი - 2 კბილი;
    * კამა - 5-6 ძირი;
    * მარილი - გემოვნებით;








ქოთნის ლობიო

მომზადება:

წითელი (შესაძლებელია თეთრი) ლობიო გაარჩიეთ და ჩაყარეთ ქოთანში, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოხარშეთ. თუ წყალი დააკლდა დაამატეთ ადუღებული, ჩაახარშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ძაფით შეკრული ქინძისა და ნიახურის ძირები. როცა, ლობიო მოიხარშება მწვანილის ძირები ამოიღეთ, ხოლო კერძს დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, კამა, რეჰანი და კარგად ამოლესეთ. შეაზავეთ მარილით და ძმრით.

მასალა:

    * 500 გრამი ლობიო;
    * 1 თავი ხახვი;
    * ორ-ორი ღერი ქინძი, ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, კამა;
    * 4 კბილი ნიორი;
    * 2 ღერი ქინძისა და ნიახურის ძირები;









წითელი ლობიო ნიგვზით

მომზადება:

მოხარშეთ ლობიო ისე, რომ არ ჩაიშალოს, ლობიოს წვენი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში, დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, მწვანე წინძი, ნიახური, ქონდარი, დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და აგლისეთ ლობიოს წვენში. ეს საკმაზი და ბროწეულის მარცვლები კოვზით ფრთხილად შეურიეთ ლობიოს.

მასალა:

    * 500 გრამი ლობიო;
    * 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი;
    * 4 კბილი ნიორი;
    * 3-3 ძირი ქინძი, ნიახური, ქონდარი;
    * ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი;
    * 1 ცალი ბროწეული, წიწაკა და მარილი;








მწვანე ლობიო კვერცხით

მომზადება:

მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ სამ ან ოთხ ნაწილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ არ ფარავდეს და ხარშეთ. როდესაც ლობიო წყალს დაიდუღებს, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე. როცა ლობიო კარგად მოიშუშება, აურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. შემდეგ დაასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი, აღარ მოურიოთ, ზემოდან თავი მოუსწორეთ, ისევ გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი და გადმოდგით.

მასალა:

    * 500 გრამი ახალი მწვანე ლობიო;
    * 2 თავი ხახვი;
    * ორ-ორი ძირი ოხრახუში, ქინძი, კამა, რეჰანი;
    * 100 გრამი კარაქი;
    * 2 ცალი კვერცხი;
    * 3 კბილი ნიორი;
    * მარილი გემოვნებით;






ჭარხლის ფოთლის მხალი

მომზადება:

გაარჩიეთ და გარეცხეთ ჭარხლის ფოთოლი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი, ქვაბს სახურავი დაახურეთ და ხარშეთ. მოხარშული ჭარხლის ფოთოლი გააცივეთ, ხელით გარგად გაწურეთ. დანაყეთ ქინძი, წიწაკა, ნიორი და მარილი, დაუმატეთ დანაყილი ნიგოზი, დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ყველაფერი ხელით აურიეთ ერთმანეთში. მზა კერძი გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში.

მასალა:


    * 1 კგ ჭარხლის ფოთოლი;
    * 2 ჩის ჭიქა ნიგოზი;
    * დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ნიორი;






ეკალა ნიგვზით

მომზადება:

ეკალა გაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ აუღებულ წყალში და მოხარშეთ ისე, რომ ძალიან დარბილდეს. შემდეგ დაასხით ცოტა წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ ხელით და დაჭერით სანტიმეტრის სიგრძეზე. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, ქონდარი, ომბალო, ყოველივე აგლისეთ ძმარში და საკაზმით შეაზავეთ ეკალა.

    * 1 კგ ეკალა;
    * 200 გრ ნიგოზი;
    * 5 სუფრის კოვზი ძმარი;
    * 1 კონა ქონდარი;
    * 3 კბილი ნიორი;
    * ერთნახევარი კონა ქინძი;
    * 1 კონა ომბალო;
    * მარილი და წიწაკა გემოვნებით;






ისპანახი ნიგვზით

მომზადება:

ისპანახი გაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ წყალში და მოხარშეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ ხელით და დაკეპეთ. ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი. მარილთან ერთად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და გახსენით ძმარში, საკაზმი და მცირეოდენი ნახარში ჩაუმატეთ დაკეპილ ისპანახში (ისპანახი არ უნდა შეთხელდეს), კარგად აურიეთ, გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

    * 1 კგ ისპანახი;
    * 200 გრ ხახვი;
    * 3-4 კბილი ნიორი;
    * 1 კონა მწვანილი;
    * მარილი და წიწაკა გემოვნებით;






დანდური ნივრით

მომზადება:

მარილწყალში მოხარშეთ გარჩეული და გარეცხილი დანდური. გადაიტანეთ საწურზე. როცა შეგრილდება დაჭერით. მარილთან ერთად დანაყეთ ნიორი და შეურიეთ ღვინის ძმარს. დაჭრილ დანდურს შეურიეთ ნივრიანი ღვინის ძმარი, მოათავსეთ ჭურჭლში და მოაყარეთ ქინძი და კამა.

მასალა:

    * 500 გრ დანდური;
    * 5-6 კბილი ნიორი;
    * ნახევარი ჩაის ჭიქა ქინძი და კამა;
    * ღვინის ძმარი და მარილი;






ბაჟე

მომზადება:

ხორცსაკეპ მანქანაში გარჩეული ნიგოზი ორჯერ გაატარეთ, დაამატეთ ნიორი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ზაფრანა, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა გემოვნებით (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სუფრის ძმარი). გამზადებული მასა მოზილეთ ზეთის გამოყვანის მიზნით. ზეთი მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში. ნიგვზიან მასას შემდეგ დაასხით გადადუღებული ცივი წყალი ისე, რომ მასა ძალიან არ შეთხელდეს. მიღებული მასა გაწურეთ საცერში (სასურველია ორჯერ). ბაჟე გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში, რათა ფერი არ იცვალოს. სუფრაზე მიტანის წინ ბაჟეს მოასხით გამოყვანილი ზეთი.

მასალა:

    * 500 გრ ნიგოზი;
    * 3 კბილი ნიორი;
    * 2 ჭიქა წყალი;
    * 1 ჩაის კოვზი ზაფრანა;
    * ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი;
    * ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის ძმარი;
    * მარილი და წიწაკა გემოვნებით;



(ბაჟეში შეგიძლია ჩააწყოთ ვარიას ხორცი, მოხარშული თევზი, მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, მოხარშული კვერცხი და სხვა)




ხორციანი კერძები

საცივი

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.

ყვითელი ყვავილი ზაფრანა კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავერიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

    * ქათამი ან ინდაური - 1 ცალი;
    * ნიგოზი - 500 გრამი;
    * ხახვი - 5 თავი;
    * მიხაკი - 4 ცალი;
    * დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი;
    * ქინძი - გემოვნებით;
    * ნიორი - 4 კბილი;
    * წიწაკა - გემოვნებით;
    * ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი;
    * ძმარი - 1 სუფრის კოვზი;
    * მარილი - გემოვნებით;







ჩახოხბილი

ჩახოხბილი — ქართული კერძი, რომელსაც ტრადიციულად ხოხბით ამზადებდნენ, თუმცა ამჟამად ქათამს იყენებენ, რომლის ნაჭრებს თუშავენ პამიდვრის სოუსში და სანელებლებში.




ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

მომზადება:

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ სხვა ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. მოხრაკულ ფრინველს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.

მასალა:

    * ქათამი ან ვარია;
    * ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი;
    * კარაქი ან ერბო - 100-150 გრამი;
    * მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით;







ხინკალი

მომზადება:

დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი, ძირა, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.

პურის ფქვილი მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.

მასალა:

    * მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ;
    * ღორის ხორცი - 200გრ;
    * ხახვი - 3 თავი;
    * პურის ფქვილი - 500გრ;
    * ძირა, პილპილი, მარილი - გემოვნებით;






ჩაქაფული

მომზადება:

ბატკნის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულად. როდესაც ხორციდან გამოსული წვენი დაშრობას დაიწყებს, დაუმატეთ წრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და გააგრძეთ მოშუშვა ისე, რომ ხორცი არ მოიხრაკოს.

დროდადრო სუფრის კოვზით დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ტარხუნა, და როდესაც მწვანილი ჩაითუთქება, შეაზავეთ დანაყილი წიწაკით, დაამატეთ მთელ-მთელი ტყმალი, ოდნავ მოშუშეთ და ერთი-ორი წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

    * 600 გრამი ბატკის ხორცი;
    * 5 ძირი ქინძი;
    * 2 კონა ტარხუნა;
    * 1 ჩაის ჭიქა ტყემალი;
    * 300 გრამი მწვანე ხახვი;
    * წიწაკა, მარილი;






კუჭმაჭი

მომზადება:

საქონლის გულ-ღვიძლი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ. დაჭერით წვრილად. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი სუნელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკმაზით.

მასალა:


    * 1 კილო კუჭმაჭი;
    * 1 კბილი ნიორი;
    * 1 თავი ხახვი;
    * 1 ცალი ბროწეული;
    * ჩაის კოვზი ქონდარი;
    * 1-2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი;
    * თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი;
    * ხმელი ქინძი, 2 ძირი ქინძი, ძმარი, მარილი;






მეგრული ხარჩო

მომზადება:

ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავდახურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვილად დაჭრილი პამიდორი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გაგლისეთ, შემდეგ ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.

    * 1 ქათამი;
    * 4 თავი ხახვი;
    * 4-5 ცალი პამიდორი;
    * 1,5 ჭიქა ნიგოზი;
    * 2 კბილი ნიორი;
    * 1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა;
    * რამდენიმე ძირი ქინძი, მარილი;






საწებლები

ტყემლის საწებელა

ტყემლის საწებელა ტრადიციული ქართული სანელებლებით გაჯერებული სოუსია, რომელსაც ძირითადად მშრალად შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულთან და თევზეულთან მიირთმევენ. საწებელას ძირითადი კომპონენტია ტყემალი. საწაბელი სეზონისა და ტყემლის ჯიშის მიხედვით ან მუქი შინდისშვრია, ან მწვანე, ან კიდევ მოვარდისფრო წითელი.

კარგად შერჩეული საღი ტყემალი გარკვეული ხნის განმავლობაში იხარშება, ჯერ სქელ, შემდეგ წვრილ საცერში იწურება, ისევ იხარშება გარკვეულ კონსისტენციამდე მისაყვანად და სანელებლებით ჯერდება. სუფრასთან მიართმევენ ცივად, როგორც ახლად მომზადებულ ისე შენახულ საწებელას. გემოვნების მიხედვით სიმჟავის დასარეგულირებლად ტყემალს მომზადებისას ურევენ ღოღნაშოს ან სხვა ნაკლებად მჟავე ქლიავის ჯიშს.

მომზადება:

წითელი და ყვითელი, კარგად დამწიფებული ტყემალი 3/1 შეფარდებით, იხარშება ყვავილოვან ქინძთან ერთად. გაგრილების შემდეგ იწურება, ემატება გატარებული ხმელი უცხო სუნელი და ქინძი 2/1 შეფარდებით, ომბალო, მწარე წიწაკა, ნიორი, მარილი გემოვნებით და ისევ ადუღებენ 7-8 წთ. მზა ტყემალს ასხამენ სტერილურ, ჰერმეტულ მინის ჭურჭელში და გრილ ადგილას ინახავენ.

მასალა:

    * 1 კილო ტყემალი;
    * 1 კონა ყვავილოვანი ქინძი;
    * 1 კონა ომბალო;
    * თითო-თითო ჩაის კოვზი უცხო სუნელი და ხმელი ქინძი;
    * 3-4 კბილი ნიორი;
    * წიწაკა და მარილი გემოვნებით;






აჯიკა

მომზადება:

წიწაკა, ნიორი და ნედლი ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილაში.

მასალა:

    * 20 ცალი მოზრდილი წითელი ცხარე წიწაკა;
    * 4 თავი ნოირი;
    * 1 კონა ნედლი ქინძი;
    * 1 სუფრის კოვზი დანაყილი ხმელი ქინძი;
    * 1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი, მარილი;






ტკბილეული

გოზინაყი

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.

ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ და გავაგრილოთ. გავიმეოროთ 2-ჯერ ან 3-ჯერ. ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

მასალა:

    * ნიგოზი - 500 გრამი;
    * თაფლი - 250 გრამი;
    * შაქარი - 4 სუფრის კოვზი;






ბადაგი

მომზადება:

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება, გავაცივოთ, ჩავასხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ.



ფელამუში
(ბადაგი სიმინდის ფქვილით)

თათარა
(ბადაგი პურის ფქვილით)

მომზადება:

ბადაგი წამოვადუღოთ და მოვხადოთ ქაფი. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავაყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როცა ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე, ვადუღოთ და თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ადუღებიდან 5-6 წუთის შემდეგ გადმოვდგათ და დავანაწილოთ პორციებად სასურველ ჭურჭელში.
ასეთი ფელამუშით ან თათარით შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.

მასალა:

    * ყურძნის წვენი - 1 ლიტრი;
    * ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა;







ჩურჩხელა

ჩურჩხელა კეთდება ნიგვზის, თხილის, ნუშის, გარგრის გულის, ჩამიჩის, ჩირის და სხვა. ჩურჩხელისათვის უნდა შეირჩეს თეთრი, საღი, კარგად გამშრალი ნიგოზი. ნიგვზისგან კეთდება სამნაირი ჩურჩხელა: მთელ-მთელი ლებნისაგან, ნახევარი ლებნისაგან და ლებნის მეოთხედისგან ( ე.ი. ერთი ლებანი ოთხად იყოფა). ლებნის მეოთხედისგან აგებული ჩურჩხელა ყველაზე უფრო გავრცელებულია, ვინაიდან როგორც შესანახად, ისე მოსახმარებლად ის ყველაზე უფრო პრაქტიკულია.

თხილის ჩურჩხელისათვის, საჩურჩხელე თხილს კანი უნდა გავაცილოთ, ამისათვის თხილი უნდა დავყაროთ ცხელ ტაფაზე და სულ ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა შევატყობთ, რომ კანი უკვე ეცლება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ხელის მოსმით კანი მოვაცილოთ ასევე წესით შეიძლება კანი გავაცილოთ ნუშს,გარგარის გულს.

აბრეშუმის ან ბამბის მაგარი ძაფი დავჭრათ ჩურჩხელის ზომაზე, ავაგოთ საშუალო ზომის წმინდა ნემსზე, ერთი მომსხო ნიგოზი ავაგოთ ძაფზე და ორჯერ ამოვუყაროთ, რომ ნიგოზი არ ჩამოცვივდეს. ამის შემდეგ ავაგოთ დანარჩენი
                                          საქართველო ღვინის სამშობლოა

საქართველო ღვინის სამშობლოა. ამაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეცნიერული კვლევები. ჩვენს წინაპრებს პირველად 7000 წლის წინ დაუყენებიათ ღვთაებრივი სასმელი. ათასწლეულების განმავლობაში კი მათი დაუღალავი და მადლიანი მარჯვენის წყალობით მევენახეობა და მეღვინეობა სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგად ჩამოყალიბებულა. შედეგად ქართველი ერის და ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდ დაკავშირებია ერთმანეთს.

ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქართველ ხალხს ხატოვნად აუსახავს ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში. ხელოვნების ნიმუშია ქართული მარანი და მასთან დაკავშირებული თითოეული ნივთი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მარანი ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა. მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია უძველესი მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება.

მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან 450 საქართველოში აბორიგენული სახეობაა. მათგან 62 ჯიში შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში, - 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებული არის შემოტანილი ვაზის ჯიშები: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი. რომლებმაც მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა და ტრადიცია. შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის. რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ.

კასპიის ზღვისკენ დაქანებულ აღმოსავლეთ საქართველოს - კახეთს (შიდა და გარე კახეთი) და ქართლს (ქვემო, შუა და ზემო ქართლი) ახასიათებს ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავა.

შავი ზღვის გავლენის ქვეშ მოქცეულ დასავლეთ საქართველოს - იმერეთს (ქვემო, შუა და ზემო იმერეთი), რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, აჭარას, სამეგრელოს და აფხაზეთს ახასიათებს ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი.

საქართველოს ვენახების 65-70% გაშენებული არის უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში კახეთში. აქ გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.

საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები მდებარეობს მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

კახეთში ძირითადად მაღალხარისხიანი, სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოები იწარმოება.

ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხიანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჯაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხიანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.

კახეთში მზადდება წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.

კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინოს ამ ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ქართლი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარეების - მტკვრისა და მისი შენაკადების, ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ ყავისფერ (წაბლა) და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.

ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სუფრის ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.

შუა ქართლი ხარისხიანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონაა. ატენის ხეობაში უძველესი დროიდან გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისგან ტრადიციულ ტექნოლოგიით ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს `ატენურს". აღნიშნულ ქვეზონაში გორული მწვანის და ჩინურის, ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან იწარმოება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი და ვარდისფერი ღვინოებიც.

ქსნის ხეობის (მუხრანის ველი) ქვეზონაში, ფრანგული ვაზის ჯიში ალიგოტე იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხიან ღვინომასალას.

ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა) იუწყებიან, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული.

იმერეთში ვენახები გაშენებულია მდინარეების რიონის, ყვირილას, ჩხერიმელას, ძირულას და მათი შენაკადების ხეობებში, ზღვის დონიდან 50-500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე.

იმერეთში ყველაზე მეტი ვაზის აბორიგენული ჯიში ხარობს. რომელთაგან მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი სუფრის ღვინოები იწარმოება.

ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

დასაველეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება შუა იმერეთი. სადაც ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 140-470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.

იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შექმნილია იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილის პროცესი მიმდინარეობს მიწაში ჩაფლულ ჭურებში დურდოზე ( ჭაჭა - კლერტის გარეშე), რომელიც მთელი მადუღარი მასის 4-6%-ს შეადგენს. დადუღების შემდეგ ღვინომასალას ჭურში აყოვნებენ 1,5-2 თვით, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და თავისებური ინსტრუქციით ამუშავებენ. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპული ტიპის ღვინოსთან შედარებით უფრო ექსტრაქტული, მსუბუქი და ჰარმონიულია. ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ყურძნის ჯიშური არომატით.

იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში მოქცეულ ქვემო იმერეთში ვენახები გაშენებულია 400-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, რომლის ცალკეულ უბნებში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან მზადდება ხარისხიანი ღვინოები.

დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან ორიგინალური და უნიკალური ღვინოებით გამოირჩევა იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების - რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურას ხეობებში - ვიწრო ზოლად მდებარე რაჭა-ლეჩხუმი - ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების ისტორიული სამშობლო. ყოველი მხრიდან კლდოვანი ქედებით შემოფარგლული ქვაბული ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რაც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე.

სამხრეთით მზის გულზე გაშლილ კლდოვან ფერდობებზე გაშენებულია ადგილობრივი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები, რომლებიც შაქრის დაგროვების დიდი უნარით (28-30%-მდე) ხასიათდებიან. მათგან მზადდება უძვირფასესი, მაღალხარისხოვანი, წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ხვანჭკარა".

ტვიშის მიკრორაიონის კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარ-მჟავიანობას, რომლისგანაც ამზადებენ წარმოშობის ადგილის დასახელების თეთრ ბუნებრივად ტკბილ ღვინოს `ტვიშს".

ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `უსახელოური", ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ორბელური ოჯალეში".

აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე.

ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).

გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა) მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა ღვინო `ჩხავერი".

სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".

სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.

აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჯალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჯიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: `აფსნი", `ლიხნი", `აჩანდარა", `ანაკოპია" და სხვა ღვინოები, რომლებიც მომხმარებელთა დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში გაშენდა ახალი ვენახები, რათა ღვინის დამზადებას მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიეღო.

80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.

90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, როგორც სხოფლის მეურნეობის სხვა დარგებს, მევენახეობა-მეღვინეობასაც სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა. საბედნიეროდ, მეღვინეობის დარგში უძრაობის პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა.

უკანასკნელ პერიოდში დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რამაც ხელი შეუწყო ქართული და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის მრეწველობა აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლდა უნიკალური ქართული ღვინოების წარმოება. რასაც ვერაფერი დააკლო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ, რომელიც პირველად რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის წარმოების აკრძალვით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების თანადგომით ქართველმა მეღვინეებმა შესძლეს მსოფლიოს ბაზარზე გასვლა და გარკვეული სეგმენტის დაკავება.

საქართველოში დღეს ღვინის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი კომპანია არსებობს. მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან.
                                          სამოსი

ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში - ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.

მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამსოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონალური იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსების და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.

ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები, სადაც ქართველთა წინაპარი ტომების სამოსელზეა საუბარი. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები. დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზეითი. ხერხდება ტანსაცმლის ფორმათა მონაცვლეობის დადგენა სხვადასხვა ისტორიული ეპოქისთვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო საგრძნობლად დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.
უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ქალის ხევსურული ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. - სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი "ქოქოლო", ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.

ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში. გურიაში და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები.

თარგის ორიგინალობითა და შესრუელბის ხელოვნებით კავკასიაში ბადალი არ მოეპოვება ხევსურულ ტალავარს, რომლის შემქმნელთაც იშვიათი ოსტატობით მოუნახავთა ორნამენტის შერჩევის, ფერთა შეხამებისა და სამკაულის მორთვის ხერხები. ქართლის და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშავს ისტორიული წყაროები. ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება. აქ დამოწმებულია ტანსაცმლლის კომპლექსი, რომელიც კაბა-ახალუხის ერთიანობას ეფუძნება. ჩაცმულობის ამ ტიპმა მეცხრამეტე საუკუნისთვის უნიფიცირებული ფორმა მიიღო და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შედარებით ნაკლებად გურია-სამეგრელოში. ასევე გამონაკლისს შეადგენს მთის ზოგიერთი რეგიონი. ქართული ჩაცმულობა მეცხრამეტე საუკუნეში საქორწინო სამოსლის ერთადერთ სასურველ ფორმად იყო მიჩნეული და მას როგორც საზეიმო სამოსელს კავკასიაში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერდა ევროპული გავლენა. ეს პროცესი პირველად ქალის სამოსელს დაეტყო ( გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები.) 60 - იან წლებში ქალის კაბა ხაბარდიანი გახდა. 80 - იან წლებში კი გაჩნდა ქალის ახალი ტიპის კაბა, ახალი ტიპი პრინცესა, ანუ კუდინაი კაბა გარკვეული სახეცვლილებითურთ. მამაკაცის ჩასაცმელიდან მოკლე სამოსელი, ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭიანი ახალუხი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. ჩერქეზკამ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხობაში დაცული "ქართული ჩაცმულობა" აერთიანებდა "საქალო" ტანსაცმელში (საცვლების გარდა) კაბას, ქათიბს, თავსაბურავს-ჩიხტას თავსაკრავებითა და კოპით. ლეჩაქ-ბაღდადს, წინდებსა და ფეხსაცმელს. ქართული სარტყელიან-გულისპირიან კაბას ჰქონდა განსხვავებული მოქარგული და მძივებით შემკული გულისპირი და სარტყელი, რომლის დეკორი მცენარეული მოტივებისგან შედგებოდა.

საკაცო ტანსაცმელში შედიოდა საცვლები, შარვალ-ახალუხი, ჩოხა, ქამარი, ნაბდის პატარა ქუდი, ან ცხვრის ტყავის მრგვალი ქუდი. ტყავისავე ქალამანი და წუღა-მესტი, შალის წინდები და პაჭიჭები. ამ კომპლექსის ძირითადი ელემენტი იყო ჩოხა-ახალუხი. ქამარი ვერცხლის ნაწილებით იყო შემკული და ზედ ხანჯალი ეკიდა. ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა. ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა არა მხოლოდ კომპლექსები, არამედ ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და ა.შ. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და ა.შ. ოსტატობის მაღალ დონეს.

ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან. ალბათ ესხ განაპირობებს იმასაც, რომ მსხოფლიოს ცნობილ დიზაინერთა შორის თითო-ოროლა ქართველი უკვე გამოჩნდა. მათ შორის საფრანგეთში მოღვაწე ირაკლი ნასიძე მაღალი მოდის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნინო ქარსელაძის, იგივე ნინი ქეის ქუდებს კი სიამაყით ატარებენ ჰოლივუდში და დასავლეთის ქვეყნების მაღალი წრის წარმომადგენლები. უშუალოდ საქართველოში კი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინზე არაერთი წარმატებული დიზაინერი მუშაობს.
დიასპორა.გე დროდადრო საინტრესო ინფორამციებს შემოგთავაზებთ საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერების შესახებ.
                                    ტანსაცმლის მასალა ძველად

თუშური, ფშაური და ხევსურული ტანსაცმლის შემადგენლობაში აღრიცხული ელემენტების დასამზადებლად ძირითად მასალად მოიხმარეობოდა შინამრეწველური საშუალებით მიღებული შალის ქსოვილის რამდენიმე სახეობა, რომელთა აღმნიშვნელ ზოგად სახელწოდებად გამოიყენებოდა ტერმინი ტოლი. კავკასიის მთიანეთში განლაგებული ზოგიერთი კუთხის მსგავსად, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ქარხნული პროდუქციის შემოსვლის შემდეგაც მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად ისევ საოჯახო წესით მიღებული ნაწარმით იმოსებოდა. ამიტომაც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად დღესაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატყლის წარმოებასა და მის საფუძველზე აღმოცენებული ტრადიციული ხელობის ერთ-ერთ ძირითად დარგს - ფეიქრობას, სადაც ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებული.

შემოდგომაზე ქალებს ოჯახში შემოსული მატყლის საერთო მარაგიდან გამოეყოფოდათ წილი. გასათხოვარი ქალი რძალთან შედარებით ნაკლებს ღებულობდა. მთიელი ქალის მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა წლის განმავლობაში ასე იყო განაწილებული: ოქტომბერში მატყლის გარეცხვა, გაშრობა. ნოემბერსა და დეკემბერში გაჩეჩვა. იანვარში დართვა, თებერვალში დაძახვა ჯარაზე. მარტ-აპრილში შალის მოქსოვა. ასე, რომ, გაზაფხულზე, მინდვრის სამუშაოების დაწყებამდე, ქალს ამგვარი სახის სამუშაო დასრულებული უნდა ჰქონოდა.

დღეს მატყლს ძირითადად იმისთვის ჩეჩავენ და ართავენ, რომ თბილი წინდები და სხვადასხვა მარტივი სამოსი მოქსოვონ. თუმცა, ბოლო დროს იმის გამო, რომ საზოგადოებაში ეროვნული სამოსის ჩაცმის ტენდენცია შეიმჩნევა, კვლავ დიდი ყურადღება ექცევა ხევსურული ტალავარის და ჩოხების შესაკერად ძველებური მეთოდებით შესაკერი მასალის დამზადებას. ამასთან, ქართველი დიზაინერები წარმატებით მუშაობენ ინდივიდუალური მეთოდებით ახალ-ახალ ქსოვილების მიღებასა და დამზადებაზე.
                                          საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი"

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი 1885 წელს შეიქმნა. იმის გამო, რომ მან უკვე მესამე საუკუნეში შეაბიჯა, ანსამბლს მუზეუმსაც კი უწოდებენ.
სხვადასხვა დროს ანსამბლში მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანები, ქართველი ერის საამაყო მამულიშვილები: ლადო აღნიაშვილი (ანსამბლის შექმნის ინიციატორი,), პოლიტიკოსი ნოე ჟორდანია, ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, ია კარგარეთელი, შალვა მშველიძე, სანდრო და ლადო კავსაძეები, ჯანო ბაგრატიონი, ნიკო ხურცია, ვანო მჭედლიშვილი, ბიჭიკო გველესიანი, ჰამლეტ გონაშვილი, დავით ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაშვილი, გივი კოჯორაშვილი და სხვა მრავალი.
ანსამბლის დაბადებას, მის პირველ კონცერტებს 1886 წელს გაზეთ "ივერიაში" აღფრთოვანებული რეცენზიები უძღვნა ერის სულიერმა მამა ილია ჭავჭავაძემ.

უცხოელი მსმენელი ქართულ ფოლკლორს პირველად სწორედ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მიერ წარდგენილი საკონცერტო პროგრამებით ეზიარა. რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართული კულტურის ექსპორტს, მის აღიარებას მსოფლიოში. ამასთან, მისი დაარსება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი ანსამბლების ჩამოყალიბების დასაბამი გახდა. "ერისიონი" არსებობის მანძილზე განუწყვეტლივ იმისთვის ზრუნავს, რომ გააცოცხლოს, შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებული და გამობრძმედილი ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები: ორპირული გუნდები, საფერხულო, სარიტუალო, საზეიმო და სხვა ნიმუშები, რომელთა შესრულება დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული მისი მრავალფეროვანი ბუნების გამო (რაც თავისთავად ჩვენი ერის უდიდეს ნიჭიერებას ადასტურებს) და რასაც გადაშენება ემუქრება, რადგან რაიონებში აღარ არსებობს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ეთნოგრაფიული გუნდები, რომლებიც შეძლებდნენ მათ მოვლა-პატრონობას და შენარჩუნებას.

სახელი "ერისიონი" (სულხან საბას განმარტებით ცის იერს, მთის წვერს ზევით ნიშნავს) ანსამბლს 1999 წელს დაერქვა. ერისიონისთვის განსაკუთრებულია ბოლო ხუთი წელი. უცხოელი პარტნიორების და ინვესტორების დახმარებით ანსამბლმა საერთაშორისო ასპარეზზე ისევ გაიტანა თავისი შემოქმედება და ძველი დიდება დაიბრუნა. 2002 წელს პარიზში ერისიონს გადაეცა ოქროს დისკი. ერთდროულად 5000 -ზე მეტი აფიშა და სხვა სარეკლამო საშუალება იუწყებოდა ანსამბლის "ტრიუმფალურ დაბრუნებას" პარიზში. "ტორნადომ გაანგრია გალაქტიკაო." წერდა ერისიონის სპექტაკლზე გაზეთი გალაქსი.

                                      უცხოური პრესა ერისიონის შესახებ:

                                            გარსონი

კეთილშობილი და ამაყი ქართული სული არსად ისე კარგად არაა შენარჩუნებული, როგორც ამ ქვეყნის ლეგენდებში. ყოველივე ეს კი საუკეთესოდ არის გადმოცემული სიმღერისა და ცეკვის იმ ეპოქაში, რომელსაც “ქართული ლეგენდა” გვთავაზობს. იშვიათად თუ შეხვდებით ესოდენ მაღალი ხარისხის სპექტაკლს, რომელიც ისეთი დამაჯერებლობით არის განმსჭვალული და გადმოცემული, რომ ეთიანად ხიბლავს 5000 მაყურებელს.

                                          ფიგარო

“სპექტაკლში სინარნარე და სიძლიერე ერთმანეთს ერწყმის. თბილისიდან ჩამოსულმა ასამდე მსახიობმა, რომელთაც ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობს, ქართული ფოლკლორი წარუდგინა ფრანგ მაყურებელს, ეს გახლავთ საუკეთესო სიმღერები და ცეკვები, რომელიც განუწყვეტელი შემოსევების პირობებში იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში. აქ მოგონილი ნამდვილად არაფერია! ყველა ბედნიერების მწვერვალზეა. ბავშვები დოლზე უკრავენ, მოცეკვავეები ფეხის წვერებზე დგებიან გამაგრებული ფეხსაცმელის გარეშე. გედისებური თავდაჭერის მქონე მომღერლები საუკეთესოდ წარმოგვიდგენენ პოლიფონიურ სიმღერებს. სვანურის დაწყებისას დარბაზს სუნთქვა ეკვრის, მაყურებელი შემსრულებელს ბისზე იწვევს.”

                                                      გაზეთი დელო

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ აბრამოვი: “არსებობს სიმპტომი, როდესაც პირდაფჩენილი უყურებ შოკისმომგვრელ, უცნაურ სანახაობას, მე ეს შოუს დაწყების პირველი წუთებიდანვე ვიგრძენი. “ერისიონმა” წარმოადგინა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ხელოვნება. მხურვალე აპლოდისმენტებს იწვევდა ულამაზესი კოსტიუმები, მათი ფერთა სიმკაცრე - შავი, თეთრი, ცოტა წითელი, რაც ქმნიდა ისეთ ზეამაღლებულ განწყობილებას, როგორც თვით კავკასიონი. მოცეკვავეები სიმბოლურად სწორედ მას განასახიერებდნენ.

ზომიერი დატვირთვით ჩნდებოდა სცენაზე კავკასიელთა ჩაცმულობის მთავარი ატრიბუტი - ფაფახი, თითქოს უმნიშვნელო შტრიხი. არაფერი არ იყო ზედმეტი, გადაჭარბებული. ვეთანხმები მოცეკვავეებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ასე სიმღერა და ცეკვა მხოლოდ მათ ქვეყანაში დაბადებულს შეუძლია, რადგან ეს ნამდვილად ქართული ხელოვნებაა, ეს ცეკვა კი არა, ქვეყნის ისტორიაა. “

ვლადიმირ კისი : “ სცენიდან თორმეტი ჯოკონდა გვიმზერდა, მათი კდემამოსილება ულამაზესად განიბნეოდა ფერთა გამაში, მოძრაობათა სინარნარეში. ვაჟთა მართლაც ქარიშხლისებური ენერგია ისე იღვრებოდა, როგორც შმაგი მდინარე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვასრულებ უკრაინულ ხალხურ ცეკვებს, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით უფრო სხვაგვარია, უკრაინულ ხალხურ ცეკვაში ძალას მოძრაობაში დიდი ყურადღება ექცევა. აქ მოძრაობა მსუბუქი და ჩქარია, თითქოს ბალეტის მსგავსი. არავითარი ჰოლივუდის ღიმილი, თორმეტი ჯოკონდას მზერა საოცარია. მე შევნიშნე ერთი საინტერესო დეტალი, რომლის შემჩნევას ყველა ვერ შესძლებდა.

პირველ რიგში ვიჯექი კუთხეში. ვხედავდი როგორ გადიოდნენ გოოგნები კულისებში. მიუხედავად იმისა, რომ ნომრებს შორის ძალიან მცირე დრო იყო, კოსატიუმების გამოცვლისას არანაირი ზედმეტი ფორიაქი, ზედმეტი ფუსფუსი არ იგრძნობოდა.”

                                      ქართული სიმღერის ისტორია

მსოფლიო საგანძურში ერთ-ერთი განსაკუთრებული წვლილი ქართველებმა მრავალხმიანი ხალხური სიმღერითა და ქრისტიანული საგალობლით შეიტანეს. სამხმიანობა უძველესი დროიდან ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმაა.

საქართველოში ტრადიციული მრავალხმიანობის მეცნიერულ კვლევას საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. ოდნავ მოგვიანებით ქართული პოლიფონიური მუსიკა ცნობილი უცხოელი მუსიკოს-მეცნიერთა ყურადღების არეშიც მოექცა. ინტერესი ამ მოვლენისადმი განსაკუთრებით გაძლიერდა წინა საუკუნის მიწურულს, რისი უტყუარი დასტური იყო საქართველოში 1984 - 2000 წლებში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების სერია, რომელიც 2002 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარებულმა ტრადიციული მრავალხმიანობის პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა დააგვირგვინა.

ამ სამეცნიერო ფორუმებზე გაჩნდა იდეა საქართველოში შექმნილიყო მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრი. იუნესკოსა და მსოფლიოს ცნობილი ეთნომუსიკოლოგების მხარდაჭერით 2003 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ეროვნული მუსიკალური ენის იმ სტილურ თავისებურებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქართული მუსიკალური აზროვნების თვითმყოფადობასა და ნაციონალურ იერ_სახეს, უპირველეს ყოვლისა, მისი მრავალხმიანობა უნდა დასახელდეს. ცხადია, მრავალხმიანი მღერა მარტო ქართველებისათვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ქართულ ხალხურ მუსიკაში სპეციალისტთა ყურადღებას იქცევს მრავალხმიანობის არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი ფორმები და თითოეულ მათგანში ხმათა ურთიერთკავშირის დროს წარმოქმნილი ურთულესი ჰარმონიული, თუ კონტრაპუნქტული შეხამების არაორდინალურობა. ბ. ასაფიევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული მრავალხმიანობა "განსაცვიფრებელ და ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე ქედმოხრის შთამაგონებელ მოვლენად" აღიქმება. შეიძლება ითქვას, მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო ნიშანდობლივი თავისებურებებია.

ქართული მრავალხმიანი სიმღერები (ორ, სამ და ოთხხმიანი) დიდი ფაქტურული მრავალფეროვნებით ხასიათდება. შემოვიფარგლებით ქართული მრავალხმიანობის მხოლოდ ძირითადი ფორმების ზოგადი აღწერით.

ქართულ ხალხურ მუსიკაში ერთ_ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა ჰომოფონიური მრავალხმიანობაა. აქ თანხლების ფუნქციას გაბმული – ბურდონული ბანი, ან მრავალჯერადად გამეორებადი მოკლე ინტონაციური ფორმულა ასრულებს. რაც შეეხება მაღალ, მელოდიურ ხმებს, იგი ხან ურთიერთმონაცვლეობის, ხან პარალელიზმის, ხან კი პოლიფონიური (კონტრაპუნქტული) შეხამების პრინციპებზეა აგებული. ჰომოფონიური მრავალხმიანობის ფორმა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, განსაკუთრებით კი ქართლ_კახური მუსიკალური დიალექტებისთვის არის დამახასიათებელი.

დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე შეფენილი ეთნიკური ჯგუფების – რაჭველებისა და განსაკუთრებით სვანების მეხსიერებამ შემოინახა მრავალხმიანობის არქაული და ორიგინალური ფორმა, სადაც სამივე ხმის მოძრაობა რიტმული სინქრონიზმითა და კომპაქტური ჟღერადობით ხასიათდება. ასეთი ფაქტურა გამოკვეთილი ვერტიკალური თანაჟღერადობების – აკორდული კომპლექსების მოძრაობით გამოირჩევა.

მრავალხმიანობის აღნიშნული ფორმა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუსიკალური დიალექტისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ბარის რაიონებში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია) მან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა – თითოეულმა ხმამ მეტი დამოუკიდებლობა შეიძინა და საკუთარი მელოდიური ნახაზი შექმნა. ხმების კონტრასტულმა ურთიერთდაპირისპირებამ კოლორიტული თანაჟღერადობები წარმოქმნა, რომელთა უდიდესი ნაწილიც, კლასიკური მუსიკის თეორიის თვალსაზრისით, დისონანსებს წარმოადგენს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გურული მუსიკალური დიალექტი იმსახურებს, რომელიც მრავალი სპეციალისტის მიერ ხალხური პოლიფონიის მწვერვალადაა მიჩნეული. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ზოგიერთი გურული სიმღერის საოცრად ორიგინალური მაღალი ხმა, რომელიც "კრიმანჭულის" სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ფალცეტით სრულდება და ალპურ "იოდელი"_ს გვაგონებს. კრიმანჭულით აღფრთოვანებული ი. სტრავინსკი აღნიშნავდა: "იოდლი – რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია".

ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში ხშირია შემთხვევა, როდესაც მრავალხმიანობის სხვადასხვა ფორმათა ნიშან_თვისებები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. მრავალხმიანობის ასეთ ფორმას სინთეზურს უწოდებენ.

ისტორიულ, გეოგრაფიულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა გარემოებათა გამო, საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა ზოგადქართული მუსიკალური ფუძე_ენის დიფერენციაცია, რამაც განსხვავებული მუსიკალური დიალექტების წარმოქმნასთან მიგვიყვანა. ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა აღმოსავლეთ საქართველოში შემდეგ დიალექტებს გამოჰყოფს: ხევსურულს, ფშავურს, თუშურს, მთიულურ_გუდამაყრულს, მოხეურს, ქართლურს, კახურსა და ინგილოურს; დასავლეთ საქართველოში - რაჭულს, სვანურს, ლეჩხუმურს, იმერულს, გურულს, მეგრულსა და აჭარულს, ხოლო სამხრეთ საქართველოში - მესხურ_ჯავახურს, შავშურსა და ლაზურს. ყოველ მათგანს საკუთარი ინტონაციური სამყარო, სტილური თავისებურებები, საშემსრულებლო მანერა და მრავალხმიანობის ესა თუ ის ტიპი ახასიათებს. ლოკალური თავისებურებების შემუშავებით თითოეულმა მუსიკალურმა დიალექტმა გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა ეროვნული მუსიკალური საგანძური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დიალექტებს შორის, როგორც მუსიკალურ_ენობრივი, ისე სტილისტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ მკვეთრი განსხვავებაა, დაკვირვებული მსმენელი ადვილად შეამჩნევს მათი კილო_ჰარმონიული წყობისა და ინტონაციური საქცევების ერთი ფუძიდან წარმომავლობას.

დიალექტურმა თავისებურებებმა და ჟანრულმა სიმდიდრემ ქართული სიმღერის კილო_მელოდიური მრავალფეროვნება განაპირობა. სიმღერის იდეურ და შინაარსობრივ მხარისათვის, ემოციურ სამყაროსათვის სრულიად უცხოა სენტიმენტალიზმი და პესიმიზმი. ქართულ ხალხურ სიმღერაში ვაჟკაცური, რაინდული საწყისი ბატონობს. ზემოთაღნიშნულს ეხმიანება ის ფაქტიც, რომ ქართული ვოკალური კულტურისათვის უაღრესად ტიპიურია ერთგვაროვანი_ძირითადად მამაკაცთა_შესრულება.

მდიდარია ქართული ხალხური მუსიკის ჰარმონიული ენაც. ხმათა მელოდიური მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი ჰარმონიული კონსტრუქციები ინტერვალური აგებულების პრინციპით მკვეთრად ემიჯნებიან კლასიკურ მაჟორ_მინორულ სისტემას. თანაჟღერადობების ინტერვალური აგებულების მრავალფეროვანი, კომპაქტური და კოლორიტული ჟღერადობა ჰარმონიულ ენას სრულიად ორიგინალური ნაციონალური ელფერი შესძინა.

მრავალფეროვან და მაღალგანვითარებულ მოდულაციურ სისტემებს ქართულ ხალხურ მუსიკაში, ფორმაქმნადობის თვალსაზრისით, გამორჩეული ადგილი უჭირავს. მათი სრულქმნილი და დახვეწილი ფორმები ქართული ხალხური მუსიკალური აზროვნების განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებენ. მოდულაციური სისტემები და მამოდულირებელი კადანსები ქართულ სიმღერას მკაფიოდ გამოარჩევს ხალხური შემოქმედების ზოგადი პრინციპებისგან, რის გამოც ფენომენოლოგიურ თავისებურებად წარმოჩნდება.

აგრეთვე არაორდინალურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ სხვადასხვა ფაქტორების გამო ჩამოყალიბებული ისეთი სასიმღერო ფორმები, რომლებიც მაღალგანვითარებულ ნიმუშებში, განსაკუთრებით კი სუფრულ და სამ_ და ოთხხმიან ნადურ (შრომის) სიმღერებში ვხვდებით. ეს ფორმები ინტენსიური დინამიურობით, თემატური ბირთვის ვარიანტულ_ვარიაციული სახეცვლით, ციკლიურობითა და ნაწილთა კონტრასტულობით გამოირჩევა და მასშტაბურ მუსიკალურ ნაგებობებად წარმოგვიდგება.

ქართველთა მუსიკალური სააზროვნო სისტემა ოდითგან მრავალხმიანი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ წარმართობის ჟამს ჩასახულმა საერო მრავალხმიანმა მუსიკამ ქართულ ქრისტიანულ საგალობელში მრავალხმიანი ფორმების ჩასახვა_განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სრულიად მართებულია მეცნიერთა ვარაუდი, რომ საქართველო არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ_ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.




ათონის ივერთა მონასტერი ქართული გალობა
ამ მუსიკით ქართველი ხალხი უახლოვდება ღმერთს

"ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს"

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი ილია II

ქართული სასულიერო მუსიკა ქრისტიანული სამყაროს ერთ_ერთ უძველეს კულტურულ შრეს განეკუთვნება.

ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე მონასტრებში არსებულ საგანმანათლებლო კერებს. V_VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა განწმენდილის ლავრა. საბას ლავრის დაცემის შემდეგ IX_X საუკუნეებში საგანმანათლებლო მუშაობა გრძელდება ისეთ ცნობილ მონასტრებში, როგორიცაა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, ივირონი ათონის მთაზე, პეტრიწონი ბულგარეთში, სადაც ბერძნულიდან ითარგმნებოდა და და იმავდროულად იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ქართული ხელნაწერები ასახავენ ბიზანტიური და ქართული სასულიერო პოეზიისა და მუსიკის ტრადიციას მოყოლებული VI საუკუნიდან და შეიცავენ ადრებიზანტიური ღვთისმსახურების ამსახველ იშვიათ მასალას.

ღვთისმსახურების ქართული პრაქტიკის სიძველეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კანონს აქ გალობანი ეწოდება, ვინაიდან მისი საფუძველია ბიბლიური გალობანი. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართულ პრაქტიკაში თითოეული გალობა (ოდა) სახელდებულია უძველესი ბიბლიური ჰიმნების საწყისი სიტყვებით.

ქრისტიანულ გალობას საქართველოში დახვდა წარმართული მრავალხმიანი განვითარებული ვოკალური მუსიკა, რომლის ნიმუშებმა დღემდე მოაღწია. ცხადია, რომ ერის ცნობიერებაში არსებულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა - მრავალხმიანობამ, კილოურმა სისტემამ. უძველესი დროიდან ქართული საეკლესიო გალობა პოლიფონიური იყო. დასტურია პირველ ყოვლისა ნევმირებული იადგარები (Xს.), სადაც სამუსიკო ნიშნების დამოუკიდებელი სისტემაა გამოყენებული და აგრეთვე უკანასკნელ დროს გიორგი მთაწმიდელის პარაკლიტონში (XIს.) აღმოჩენილი ანდერძ-მინაწერი, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ძლისპირზე ქართული ავაჯის დადების შესახებ.

უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულია საგალობელთა სახელწოდებები (მათ შორის: დასდებელი, წარდგომა, იბაკო, უფალო ღაღადვყავი, ოხითა, სტიქარონი) და ქართული მუსიკალურ-ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც პირველად ქართულ ლექციონარში ფიქსირდებიან (VIIს.) და დღესაც იხმარებიან ღვთისმსახურებაში. მათ შორის: მიმოგდებით გალობა (ანტიფონური გალობა), წართქმა (რეჩიტატივი) და სხვა. ჰიმნოგრაფიული კრებულის ერთ_ერთ ადრინდელ ნაირსახეობად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში ჩანს იადგარი (დღემდე მოღწეულია VIII-X საუკუნეების ნუსხების სახით), რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ჰიმნები - მათ შორის მარხუან_ზატიკის, ოქტოიხოსის, პარაკლიტონის. შვიდეულის დღეებისათვის განკუთვნილ ჰიმნოგრაფიულ კრებულს ქართულ პრაქტიკაში პარაკლიტონი ეწოდება. მისი შემადგენელი ნაწილებია ხმანი (შვიდეულის საგალობლები 4 ძირითად ხმაზე) და გუერდნი (შვიდეულის საგალობლები 4 დამხმარე ხმაზე). დიდმარხვის საგალობელთა წიგნს ეწოდება მარხუანი, აღვსების პერიოდისას კი ზატიკი. VIII საუკუნის ძეგლებში დასტურდება საგალობლის შესრულების დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი ფორმა: რესპონსორული გალობა (ფსალმუნთა კითხვის დროს), ხმის მიმოგდებით (ანტიფონური) გალობა და გარდამოთქმა (რეჩიტატიული გალობა). ქართულმა ეკლესიამ ზოგადქრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკიდან საგალობელთა ტრადიციული ჟანრები მიიღო, მაგრამ ამასთან, შექმნა და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ქართული სახელწოდებები, რომლებიც აზუსტებენ ამა თუ იმ საგალობლის ფუნქციას და მის ადგილს მსახურებაში (ოხითა, დასდებელი, ძლისპირი და სხვ.)

X საუკუნის საგალობლების კრებულებში პირველად ჩნდება ნევმური ნოტაცია, რომლის სემიოგრაფია და ტექსტზე განთავსება განსხვავდება თანადროული პალეობიზანტიური ნევმური სისტემისაგან და ქართული ნევმური დამწერლობის აუთენტურობაზე მიუთითებს. ნევმების ეს სისტემა (ისევე, როგორც პალეობიზანტიური) გაშიფრული არ არის და ამიტომ ძნელია საგალობელთა ჰანგის რაგვარობის დადგენა. თუმცა, აშკარა სხვაობა თანადროულ, ლიტურგიკული ფუნქციის მხრივ ადექვატურ ბერძნულ და ქართულ ნევმირებულ ძეგლებს შორის გვაფიქრებინებს, რომ ამ დროის ქართული საგალობელი დამოუკიდებელ კილოზეა აგებული. გარდა ამისა, ქართული საგალობელი მრავალხმიანია, ბერძნული კი ერთხმიანი. ვინაიდან მრავალხმიანობა ქართველი ერის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია, მისი სამუსიკო აზროვნების ძირითადი ფორმაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, იგი იმთავიდანვე გამიჯნოდა ერთხმიან ბერძნულ გალობას და თავისთვის ორგანული მრავალხმიანი გალობა დაემკვიდრებინა ღვთისმსახურებაში.

განსაკუთრებულ აღმავლობას ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფია X_XII საუკუნეში ტაო_კლარჯეთსა და ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებაში აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მიქაელ მოდრეკილის ცნობილი ნევმირებული იადგარი, სადაც თავმოყრილია მის მიერ შეკრებილი უცხო და ქართველი ავტორების საგალობლები. XI საუკუნით თარიღდება გიორგი მთაწმიდელის უნიკალური “თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ", რომლის მსგავსი კრებული სრულყოფილების მხრივ ბერძნულ პრაქტიკაშიც არ ყოფილა.

ნევმური დამწერლობა გვხვდება XVIII საუკუნის ხელნაწერებში და შენარჩუნებულია XX ს. დასაწყისამდე. ქართული გალობის ფიქსირების კიდევ ერთ სისტემას წარმოადგენს ჭრელი, სადაც საგალობლის ჰანგი ვერბალურiადაა განმარტებული. ჭრელის სისტემა პირველად ერთ უზარმაზარ კრებულად გაერთიანებულ, ყველა მსახურებისათვის განკუთვნილ საგალობელთა კრებულში, ე.წ. გულანში ჩნდება XVII საუკუნეში და მომდევნო ორ საუკუნეშიც ინარჩუნებს არსებობას. დამწერლობის მესამე ტიპი, რომელიც ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაშია დაფიქსირებული, ეკფონეტიკური ნიშნების სისტემაა. საქართველოში დაცულია უძველესი ბერძნული ტაბულის (ჩოდ. ლეიმონ 38) თანადროული ეკფონეტიკური ნიშნების ტაბულები გელათის სახარებასა (XIIს.) და შიო მღვიმის ტიპიკონში (XIIIს.)

იმის გამო, რომ ქართველ წმინდანთა დასიდან ბერძნულ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე იქნა შეტანილი, ქართულმა ეკლესიამ თვითონ მოახდინა წმინდანთა კანონიზაცია. ამან კი ბიძგი მისცა წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნების შექმნას. წმინდანთა შესხმის საგალობელთა კრებულს ქართულ პრაქტიკაში მინასიპი ეწოდება.

განვითარების გზაზე ქართულ სასულიერო მუსიკას ბევრი სირთულე შეხვდა. პირველ ყოვლისა ეს იყო გაუთავებელი ომები მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქრისტიანული ქვეყნისა თავისი რწმენისა და ტრადიციების გადასარჩენად. ე.წ. ქრისტიანულ რუსეთთან შეერთებამ (1801 წელს) კი სრულ კატასტროფამდე და ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანა ქართული ერი. რუსებმა გააუქმეს მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია და დაიწყეს ყოველივე ქართულის დევნა, მათ შორის გალობისაც. ქართულ ენაზე და ქართულ კილოზე გალობა თითქმის მთლიანად აიკრძალა საქართველოს ეკლესიებში. რუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1917 წელს აღდგა სახელმწიფოებრიობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ახალმა იდეოლოგიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული გალობის შემდგომი განვითარება. მხოლოდ “პერესტროიკის" დროს დაწყებულმა პროცესებმა, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამ პირობები შექმნა იმისათვის, რომ ქართული გალობა დაბრუნებოდა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება. ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. გალობის შემადგენელი ხმების სახელწოდებები – მზახრ, ჟირ და ბამ პირველად დაფიქსირებულია XI საუკუნის ძეგლში (ავტორი იოანე პეტრიწი). მრავალხმიანობა სასულიერო მუსიკაში ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციიდან მომდინარეობს და რთულ პოლიფონიურ ფორმებში ვლინდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლები, რომელთაც შექმნეს თავისი ტრადიციები, თავისებური კილო გალობისა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რვა ხმის სისტემაში, ერთი ხმის ფარგლებში საგალობელთა ცალკეულ ჟანრებს საკუთარი კანონიკური ჰანგი გააჩნიათ. კანონიკური მელოდია ყოველთვის ზედა ხმაშია მოცემული, დანარჩენი ხმები შემბანებლები, ანუ შემხმობარები არიან ძირითადი კანონიკური ჰანგისა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უაღრესად ძლიერია ზეპირი გადაცემის ტრადიცია (სწორედ ამის წყალობით მოაღწია დღემდე წარმართობის დროინდელმა ქართულმა სიმღერებმა), ისტორიულმა გარემოებებმა მოითხოვა ქართული გალობის ხუთხაზიან სისტემაზე გადატანა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.


მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი მრავალსაუკუნოვანი ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებაში მძლავრი გარდატეხა ქრისტიანულმა მოძღვრებამ შეიტანა. ახალმა შჯულმა ამ კულტურის სახე და მთავარი მახასიათებლები განსაზღვრა.

საეკლესიო გალობა ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში. წმიდა საბა განწმენდილის (გარდ. 532 წ.) ანდერძის თანახმად, VI საუკუნის დასაწყისში პალესტინაში ქართველები წირვა_ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) ქართულ ენაზე ასრულებდნენ. იმხანად მათ ხელთ ჰქონდათ საღვთისმსახურო წიგნები, ფსალმუნური საგალობლების შემცველი ხელნაწერები („ჟამნი“, „სამხრისა“ და სხვ.), რომლებიც ქართველ მეფე - მთავართა, მღვდელმთავართა კარზე და ცნობილ ეკლესია–მონასტრებში ითარგმნებოდა.

ცნობილია ისიც, რომ VI საუკუნის მიწურულს, საქართველოს ეკლესიის ოცდათხუთმეტ ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა.

საგულისხმოა, რომ ქართული ჰიმნოგრაფიის პირველმა სამონასტრო კერებმა პალესტინაში დაიდო ბინა. ეს იყო ქრისტიანული გალობის განვითარების ადრებიზანტიური ხანა. უძველესი ქრისტიანული საგალობლების ნაირფეროვნების შესახებ ჯერ კიდევ IV საუკუნის მომლოცველი ნეტარი პავლე წერდა. იერუსალიმში მან სხვადასხვა წარმომავლობის მგალობელთა გუნდების ისეთივე მუსიკალური მრავალფეროვნება აღმოაჩინა, როგორც განსხვავებულ ენებზე მოსაუბრე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა სიმრავლე. უნდა ქართული გალობა ძველთაგანვე თვითმყოფადი ოყო. მის ასეთ თავისთავადობას ქართული სამუსიკო აზროვნების კანონზომიერებანი და ქართული ენის ბუნება განაპირობებდა. ქართველებს ხომ ჰიმნოგრაფიული ხელნაწერები უკვე VI საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდათ ნათარგმნი.

ჩვენამდე მოღწეული უძველესი ლიტურგიკულ_ჰიმნოგრაფიული კრებული „იერუსალიმური განჩინებაა“, რომელიც სხვაგვარად „ლექციონარადაც“ იწოდება. ლექციონარის ნუსხებს შორის ყველაზე ადრეული ე.წ. ხანმეტი ლექციონარია. იგი V საუკუნის II ნახევრის საღვთისმსახურო პრაქტიკას ასახავს (კრებული ფრაგმენტის სახითაა მოღწეული). ხელნაწერი თარგმნილი უნდა იყოს არაუგვიანეს VI საუკუნის დამდეგისა. „ხანმეტ ლექციონარში“ ჰიმნოგრაფიული მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ფსალმუნური გალობით და რამდენიმე ისეთი საგალობლით, რომლებიც ღვთისმსახურებაში გალობათა უძველეს ფენას შეადგენს.

იერუსალიმური ლექციონარის ნუსხები (ნათარგმნი VI_VIII საუკუნეებში) ასახავენ გალობის ფორმათა განვითარებას, საგალობელთა სახეობების მრავალფეროვნებას, შეიცავენ მდიდარ სამუსიკო ტერმინოლოგიას. აქ შეტანილია ქართველ წმინდანთა ხსენებები: კოზმასი, კათოლიკოსისა პამასი, ყოველთა წმიდათა (რომლებიც ქართლში მოწამეობრივად აღესრულნენ) და მცხეთის ჯვრის დღესასწაული. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში ორიგინალური ჰიმნოგრაფიის განვითარებას მკვიდრი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი.
                                      რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?

წმიდა იოანე ოქროპირი
(საუბარი 41_ე ფსალმუნის შესახებ)

რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:
რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ_იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ_ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას.

და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება.

საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში.

მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალოლობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (ეფ. 5,18_19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა“? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს.

ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს.

და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ_შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე“ (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც.

ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება. სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია.

მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი.
                                                ხალხური სიტყვიერება

ხალხის პირად სიტყვიერების ნაწარმოები ეწოდება ისეთ თხზულებებს, რომელნიც ძველ წინაპართა დროიდან მკვიდრს ისტორილ ქვეყანაში სოფლად მცხოვრებელ გლეხობაში ერთის თაობიდგან მეორის თაობაში გადადის ზეპირად და არა წერით. ამ ნაწარმოებში გამოისახება ხალხის ყოველივე სულიერი მხარე: სარწმუნოებითი, ზნეობითი და გონებითი. ხელოვნებითის მწერლობისაგან იგი განირჩევა მით, რომ ხელოვნების ნაწერში გამოხატება თვით მწერლის მხედველობა, თვით მწერლის საკუთარი სულის მდგომარეობა, იმისი წადილი, აზრი. ხელოვნებითი პოეტი რასაც ხედავს ცხოვრებაში, თავისებურად ჰსახავს. ცხოვრების გამოხატვა მწერლებისაგან იმგვარია, როგორც ერთის კაცის გამოხატული ცხოვრება. სახალხო ზეპირსიტყვიერ ნაწარმოებში კი ცხოვრების ასახვა ერთის კაცისა არ არის, იმაში იხატება ცხოვრება სრულებით ისე, როგორც მთელი ხალხი ხედავს, და როგორც ამ ხალხის ყველა კაცი ხედავს. ამიტომაც თითეულ ხალხს უყვარს თავისი პოეზია. ამიტომაც ერთი თაობა ძვირფას განძსავით ინახავს, როგორც წინაპართა კუთვნილებას და ვალად რაცხს გარდასცეს მომავალ ჩამომავლობას. ამგვარად გადადის მთელი ათასის წლების განმავლობაში, რასაკვირველია, რამდენსამე ცვლილებით, ეს სოფლის სიმღერები, ლექსები, ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, და სხვანი და სხვანი.



                              ხალხური პოეზია

რამდენჯერ მითქვამს ბალღებო -
ნუ ღრეცავთ სიმღერებსაო;
სიმღერას სწორე თქმა უნდა,
შეხმატკბილება ხმებსაო!..

მამა-პაპისა ჰანგები
სუფრასა ამშვენებსაო;
თქვენ კი უხეშათ გაჰკივით,
აქა იქ ჩაჰკრავთ ხმებსაო;
უფროსებს ყური დაუგდეთ -
გასწავლით სიმღერებსაო!..

“ჰოპუნა” “ყურშავს” არა ჰგავს,
“გვიბრძანე” – “მაყრულს”, “ჭონასა”,
ყველა ეს დიდი განძია,
გავს მარგალიტის კონასა!..


                        ხალხური მახვილსიტყვიერება


                                    ბერი კაცი

ერთი ბერი კაცი წყალზედ გადახტა და ფეხი ჩაუვარდა. დაიძახა: ვაი, რა დრო დავბერდი, თორემ რა ვიყავი ჯიელობაშიო! რომ ვერავინ დაინახა, სთქვა: არცა რა ჯიელობისას ვიყავ და არცა რა ეხლა ვარო.

სიმართლე შვილიშვინამდინაო

ერთი ქურდი კაცი თურმე იყო, დიახ მოუსვენარი. უშლიდა მამა ბოროტს ყოფაქცევას: კაცმა თავისი უნდა სჭამოს და არა სხვისაო. შვილმა ყურადღება არ მიაქცია მამის დარიგებას. შემდეგ მამამ უთხრა შვილსა: წადი, შვილო, და ეს სამი მთა გადაიარეო, რომლიდგანაც რა ხმა გაიგონო მოდი და მითხარიო. გაუგონა შვილმა და აუსრულა თხოვნა. როდესც მოვიდა მთიდგან, უთხრა მამას: მესამე მთამ მითხრაო, წადი და მოგეწევიო. ამიხსენ მამავ რა არის ესაო? მამამ უთხრა: შენი ავკაცობისათვის არც შენ გეკითხვის, არც შენს შვილსაო, შვილიშვილს კი გადახდებაო. ნათქვამია, მამამ ჭამა ტყემალიო, შვილიშვილს კბილები დააჭრაო. ყველამ იცოდეთ, - სიმართლე შვილიშვინამდინაო.

                              ხატო შემეწიეო!

ერთი კაცი მივიდა ხატთან და უთხრა: ხატო, შემეწიეო! ხატმა უთხრა: საიდან შეგეწიო, რომ ცარიელი ხარო!

                            ღმერთო, მიშველეო!

ერთი კაცი წყალს მიჰქონდა, გულ-ხელი დაეკრიფა და იძახდა: ღმერთო, მიშველეო! ხმა მიესმა, - ხელი გაიქნიეო და ღმერთიც გიშველისო. გაიქნია ხელი და მართლაც გამოვიდა წყლიდან.

                            კატას ეჟვანი შევაბათო

თაგვები შეიყარნენ და ძალიან მდურვა დაიწყეს კატის ჩუმათ მიპარვაზე და დაჭერაზე. რჩევა მოახდინეს და ასე გადაჭრეს: კატას ეჟვანი მოვაბათ ყელზე, რომ, როცა მოდიოდეს, ხმა გავიგონოთო და მოვერიდნეთო. ყველამ მოწონა და თანახმა გახდა, მაგრამ ყელზე ეჟვნის სამბელი კი ვერავინ იპოვეს.

                                არსად არ წახვიდეო

ორი კაცი ღამე ბნელაში გზაზე მიდიოდა. ერთი ორმოში ჩავარდა. ამხანგს ამოსძახა, - ერტი თოკი იშოვნე და აქედან ამამიყვანეო. ამხანაგმა ზემოდან ცასზახა: არსად არ წახვიდე, მანამ თოკს მოვიტანდეო.

                        იმერელი და ძაღლები

ერთი იმერელი მიდიოდა გზაზე. ძაღლები გამოუდგენ. სასროლელათ, ძაღლების მოსაგერიებლად დასწვდა ქვას, მაგრამ ქვა ვერ დასძრა, - ყინვა იყო და ქვა დეეყინა. მაშინ თქვა: შე დალოცვილო ღმერთო, ძაღლები აგიშვია და ქვა დაგიბამსო.

                                ბრძენი

ერთ ქვეყანაში ერთი ჭკვიანი და ბრძენი კაცი გამოჩნდა. ასწავლიდა ჭკუას და სიმართლეს. გამოვიდნენ ამ სოფელში სხავ კაცნი, იმისი მოწინაღმდეგენი, - რას მიჰქარავს, - მოდი ერთი რამ გამოვიგონოთო და თავიდან მოვიშოროთო. ერთმა ამათგანმა აიყვანა ბატკანი, ვითამ გასაყიდათ, და მეორე შეეცილა, - ბატკანი კი არა ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: ვერა ხედავ, ბატკანიაო? ტყუილმა მყიდველმა კიდევა თქვა, ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: აბა ხალხსა ვკითხოთო. ჩამოატარეს ბაზარი, - სულ განზრახული კაცები იდგნენ, - ვისაც ჰკითხეს ყველამ ძაღლის ლეკვიაო, სთქვეს. ბრძენმა სთქვა, - ამ ქვეყანაში სულ ბრმა და ყრუნი ყოფილანო, - ადგა და იქიდამ გადაიხვეწა.

                    ღმერთო, შურდულს მოგიქსოვო

ერთ ადგილას ერთი კაცი ცხოვრობდა. მართალი კაცი იყო, არ იცოდა რა. ლოცვათ ეს იცოდა: ღმერთო, შურდულს მოგიქსოვო. ერთმა ბერმა გამოიარა, გაიგონა ამისი ლოცვა და ჰკითხა: რას ამბობო? იმან უთხრა, - ლოცვასაო. ბერმა უთხრა: აგრე კი არ უნდა, ასე უნდაო, - ასწავლა "მამაო ჩვენო". ბერი გამოეთხოვა, ჩაჯდა გემსი და წავიდა. რო მოშორდა მართალს კაცს, ლოცვა დაავიწყდა, გამოუდგა ბერს, გაიხადა წამოსასხამი, გაფინა ზღვაზე, დაჯდა ბერთან მივიდა ხვეწნით, - ლოცვა დამავიწყდაო და ისევ მათქმევინეო. ბერმა ნახა, რომ წმინდა კაცი ყოფილა და დაუძახა: როგორც გილოცნია, ისევე ილოცეო, ღმერთს შენი ლოცვა უფრო შეწყნარებიაო.

                                სამი ზარმაცი

ერთ ხელმწიფეს სამი ზარმაცი ჰყავდა. გაგზავნა ბაღში იქ იყავითო. წავიდნენ და ერთ მსხლის ხეს ქვეშ მოუწვნენ. ხეს მსხალი კარგი ესხა. ერთმა თქვა: ნეტავი მსხალი ჩამოვარდეს და პირში ჩამივარდესო. მეორემ თქვა: ნეტავი უკორწოდ ჩამოვარდეს, რომ ადვილად ჩავყლაპოვო. მესამემ ხელი გაიქნია და თქვა: ნეტავი თქვენ, არ გეზარებათ, რომ მაგდენს ლაპარაკობთო.

                          მხოლოდ ერთი პალო მოვიპარეო

ერთი მდიდარი სოვდაგრის ოცი აქლემის საპალნე ძვირფასი საქონელი მიჰქონდათ. დასასვენებლად ერთ ადგილს დადგნენ. პალო დაჰკრეს და ზედ დააბეს აქლემები. ერთი საწყალი კაცი შეშას ეძებდა და ნახა ის პალო, ამოიღო და წაიღო. ოცი აქლემით ზედ მიბმული თან გაჰყვა. პატრონებმა ძებნა დაუწყეს საპალნიან აქლემებს და იპოვეს. ქურდი ფიცამდა. მე ბრალი არა მაქვსო, მხოლოდ ერთი პალო მოვიპარეო, ზედ ერთი თოკი ებაო.

                                  ჩხუბი არაფერზე

ერთ ტრიალ მინდორზე ორი კაცი იწვა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იყო. ერთმა გადაავლო თვალი მინდორს და თქვა: ნეტავი ეს მინდორი ჩემი იყოსო, ვირებს გავიჩენდიო; მეორემ თქვა: რაც ამ ცაში ვარსკვლავებია, იმდენი ცხვარი მამცაო. მოუვიდათ ლაპარაკი.

- მაგოდენა ცხვარი რო გყავდეს, ჩემ მინდორში უნდა მოძოვო და ვირები უბალახოთ დამირჩნენო?! უთხრა პირველმა.
- თუკი შენ ვირებს საძოვარი უნდათ, ცხვარს კი არ უნდაო?
- მერე ვინ დაგანენებსო?
- დამანებებს რა, ძალათი შემოვრეკავო.

შეჰყვენ ლაპარაკს და ჩხუბი გამართეს და ერთმანეთს ცხვირპირი დაუმტვრიეს. გამოიარა მგზავრმა და ჰკითხა: რა გაჩხუბებთო? უთხრეს თავ-თავიანთი საჩივარი.

- ვაი თქვენ ჭკუასო, რაც არა გაქვთ, რაზე ჩხუბობთო.

                        წვერის ბალანი

ერთი წვერიანი კაცი წავიდა საყასბოში და ყასაბს უთხრა, ერთ აბაზის ხორცი მამეცი ნისიათო. ყასაბმა უთხრა: ბატონი ბრძანდებიო, მაგრამ თქვენ არ გეკადრებად ხორცის წაღებაო, მსახური გამოგზავნეთო და თან ნიშნათ თქვენი ერთი ბალანი გამოატანეთო და ხორცს იმის ხელით მოგართმევო. იმ კაცმა გამოგზავნა მსახური და ყასაბს ბალანი მისცა.
- ხორცი მამიჭერიო, ყასაბმა უთხრა: შენი ბატონი თითონ აქ იყო თავისი წვერით, მაშინ არ მივეციო და ეხლა მაგ ერთ ბალანზე მოგცემო?

                  აფორიზმები, შეგონებანი, შაირები

ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.
ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.



ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,
ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!
ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!




ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.




არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.




არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.
მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.




ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, - დაგვიბლენებენ
ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა,
ვერავინ ვერას დაგვაკლებს, ხორცი ძანძღია ვაჟისა!




ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული,
მტერთანა დათვის შუბლი ხარ, სტუმართან გაცინებული.




აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა,
გასხიპა, მხარეზე გაიდო ვაჟმა მამაცათ ქებულმა.




ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა,
ხმალს უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.




ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება,
არც ვაჯი კაცსა სიდაბლე, თუ თავი გაემეტება.




ვინც რომ კაცია-ჩოხა ჯაჭვია,
ქუდი ნაბდისა,-ჩაბალახია.




კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა,
მოციქულობდეს ისარი, შუბი აგდებდეს ენასა.




კაცი მტერთ გადმოგდებული, გეზელქორულბ ჰკიოდა,
ჩვენ მონადირე გვეგონა, თურმე მას გული სტკიოდა,
თავს ჰქონდა ხმალი ნაკრავი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა,
ათი მოეკლა გზადაგზა, უომრობასა ჩიოდა.




მგელი არ მოშლის მგლობასა, ლაღი ყმა მამაცობასა,
არც მოშლის ბერი არწივი, წვერის ძირს ნადირობასა.




მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი ხმალს იღებდეს,
მტერზე იყოს გალესილი, მაშინ არაფერს ითმენდეს,
მამულის გულისათვინა თუნდ მოკვდეს, არცა იქვშვრედეს;
დღე არ ქონდეს მოსათმენი, რაკი მიდგება ძალზედა,
კაცი მოკვდება ცოლზედა, მამულზედ საკუთარზედა.




როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა,
შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა,
რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა,
ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა.
ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,- აქოს, ადიდოს,- გაქვიშოს,
უბრალოდ ლაყბას დაიწყებს, გუშინწინდელი არ იყოს».




სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო,
ღმერთო, ნუ მოჰკლავ კაის ყმას, სოფლობა წაგვიხდებაო,
აფროსთანა ან მტერთანა წინვიღა წაგვიძღვებაო».




მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება,
და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება.
ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა
და ვისაც რჩევა უნდოდეს, აასრულოს იმან ესა.




წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი,
ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი.
შენ ბიჭო აზანბურელო, ხმა შენი ჩამოდიოდა,
შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა.




ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა,
ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა,
ყველა ხელს იმას გადასდებს, იმ ოხერსა და ტიალსა.




სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა.
მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა,
გოგოების გათხოება უყურებს შემოდგომასა.




ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი.
გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი.
მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი,
ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი.




ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.




ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო,
ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო!




ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა!
ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა.




ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა,
მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა




სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა,
სოფელს კი ვეთავსებოდი, სოფელი მე არ მეთვისა.




იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება!




ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით - ნახე თუ გაიზომება,
ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება.




წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა,
გადავბრუნდებით, მოვკვდებით, ქვეშ მოვექცევით ქვიშასა!




ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია.




წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება,
ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება.




წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება,
მდიდარი კაციც მინახავს ოხრათ რჩებოდეს ქონება.




რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება,
ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება.




ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის,
სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის.




ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება,
ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.




კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული,
ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული!




თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა.
ისევ შენ გამოგადგება ეგ შენი კარგი კაცობა.




კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს!




ღმერთმა რა ქნას და რა უყოს
იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს.




აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი,
ჯავრი არ შაურჩენიათ თავის მოლაღის მტრისანი.




ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო,
თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო,
ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.




შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა,
კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა.




ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა,
სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ.
მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი,
სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი,
ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი.

                        ლოცვა ერისა და მამულისათვის
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რაჲთა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყუელსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა – ნათესავსა ამას ზედა ჩუენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯუენისა შენისაჲთა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსაარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისხმისყოფისაჲთა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდებისმეტყუელებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩუენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა

                        ანდაზები
1.აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
2.აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
3.აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.
4.ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
5.ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
6.ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
7.ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.
8.ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.
9.არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.
10.გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
11.გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
12.გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.
13დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო.
14.დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო.
15.დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.
16.ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.
17.ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.
18.ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
19.ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.
20.ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.
21.ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.
22.ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.
23.ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო.
24.თევზი თავიდან ყროლდებაო.
25.თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
26.ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
27.კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო.
28.კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
29.კაცი კაცის წამალიო.
30.კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.
31.კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.
32.მომხდურს დამხდური უნდაო.
33.მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.
34.მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.
35.პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
36.რაც არ გერგება, არ შეგერგება.
37.რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.
38.როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
39.სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.
40.სამშობლოს ერთგული უდიდგვაროდაც დიდიაო.
41სამშობლოს მოღალატე კალთაზე რომ მოგეკრას, ის კალთა მოიჭერიო.
42.საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.
43.სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
44.სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
45.სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.
46.სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
47.სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.
48.სოკო ამინდს მოჰყავსო.
49.სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.
50.სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
51.ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
52.უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
53.უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
54.ფათერაკს თვალი არ უჩანსო.
55.ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.
56.ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.
57.ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.
58.შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
59.შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.
60.ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.
61.ციხე შიგნიდან ტყდებაო.
62.ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
63.ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.
64.ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.
65.წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.
66.წყევლამ თქვა: სწორი გზა მაჩვენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.
67.ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
68.ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.
69.ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.
70ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“.
71ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო.